საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის მე-8 ტურის მატჩის,
“სოხუმი” – “დინამოს” ვიდეოანალიზისას საქართველოს კალათბურთის
მსაჯთა კავშირის მიერ აღმოჩენილ იქნა შემდეგი დარღვევა:
მესამე მეოთხედის პირველ წუთზე “დინამოს”
მოთამაშის, ფლინ კლაიმენის (ნომერი 33) მიერ ჩაგდებული და მატჩის არბიტრის მიერ სწორად
ჩათვლილი საჯარიმო სროლა შეხვედრის მსაჯი-მდივნის მიერ არ იქნა აღრიცხული მატჩის ოქმში
და შესაბამისად, დარბაზის ტაბლოზე. აღნიშნული დარღვევა ვერ შეამჩნია და რეაგირება არ
მოახდინა მატჩის კომისარმა.
შეხვედრა დასრულდა “სოხუმის” სასარგებლოდ
74:73 და ამ არჩათვლილმა ერთმა ქულამ გავლენა იქონია მატჩის საბოლოო შედეგზე. მსაჯთა
კავშირის რეკომენდაციით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ და სუპერლიგამ დაადგინა:
აღნიშნული მატჩის შედეგი გაუქმდეს და დაინიშნოს გადათამაშება.
ორივე გუნდთან შეთანხმების შედეგად მატჩი გაიმართება
ამა წლის 10 აპრილს, 13 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დარბაზში.
აღნიშნულ შეცდომაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გასატარებელ
სანქციებზე კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანო იმსჯელებს.