სკოლებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა გადამზადების პროცესი გორში გაგრძელდა

სკოლებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა გადამზადების პროცესი გორში გაგრძელდა

საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა კალათბურთის განხრით გადამზადების პროცესიგრძელდება. აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მიზნად სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთასხვადასხვა სპორტის სახეობების ძირითადი საფუძვლების ათვისებას ისახავს.

სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ზემოთხსენებულიპროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადამზადების სპეციალიური პროგრამა შეიმუშავა – სახელწოდებით: „კალათბურთისგაკვეთილები სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგთათვის“. აღნიშნული პროგრამის მიხედვით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 650 სკოლის მასწავლებელს უნდა ჩაუტარდეს საკალათბურთო სემინარები.

პროგრამა დასავლეთ საქართველოდან დაიწყო და აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშიგანხორციელდა, სადაც ჯამში 280-ამდე პედაგოგი გადამზადდა.

მორიგი სემინარები გორში ჩატარდა, სადაც თავი მოიყარეს შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში მომუშავე 42-მა პედაგოგმა. მათსემინარი საკალათბურთო „აკადემიისა“ და 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბ „ორბის“ მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ ჩაუტარეს. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიცმათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობის სტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლებისკომპლექტი გათამაშდება.

გორში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბა-ს სპეციალურისახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ. პედაგოგები სერთიფიკატები შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტმა, თამაზ ხაჩიურმა გადასცა.

კალათბურთის სპეციალისტები თელავში გადაინაცვლებენ, სადაც 16 ნოემბერს პროგრამით გათვალისწინებულ სემინარებს კახეთის რეგიონისპედაგოგებს ჩაუტარებენ.