თბილისის სპორტის
სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-10 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს შინაგან
საქმეთა სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ.
მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა და ის შსს-ს გამარჯვებით 113:85 დასრულდა. მოგებულებმა
მეტოქის კალათში 113 ქულა ჩააგდეს და მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი, რომელიც აქამდე
,,არმიას” ეკუთვნოდა (112) ქულით გააუმჯობესეს.
შეხვედრა
თავიდანვე შსს-ს უპირატესობით დაიწყო, ,,ძალოვნებმა” მეორე მეოთხედის დასრულებამდე
4:45 წუთით ადრე 11 ქულიან უპიურატესობას უწიეს, თუმცა ,,სტუდენტები ” გააქტიურდნენ
და პერიოდის დასრულებამდე 27:6 წამით ადრე
სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანეს – 33:40.
მატჩის მესამე მეოთხედი საინტერესო და დაძაბული გამოდგა, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდის
დასრულებამდე 6:20 წუთით ადრე წინ სოლიდური სხვაობით გაიჭრა – 53:37. თუმცაღა თსუ-ელებმა
იაქტიურეს და მესამე პერიოდის მიწურულს, 1.26
წუთით ადრე სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს
– 55:65. მიუხედავად ამისა, შსს-ს გუნდმა მეტოქეს თამაშში გარდატეხის შეტანის საშუალება
არ მისცა და მესამე პერიოდის დასასრულს 20
ქულით დაწინაურდა – 78:58. მეოთხე მეოთხედში ,,ძალოვნები” შეუჩერებლები აღმოჩნდნენ
და ფაქტიურად თამაშსაც აზრი დაეკარგა. ამ შეხვედრაში გუნდური რეკორდთან ერთად კიდევ
ერთი სარეკორდო შედეგი დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ლეგიონერმა ლარი ბლერმა
41 ქულა მიითვალა და მიმდინარე სეზონში სარეკორდო შედეგი ქულით გააუმჯობესა. (აქამდე 40 ქულა ,,სოხუმის” ფორვარდს, ლევან ფაცაციას ჰქონდა
ჩაგდებული).
რეკორდთან ერთად ბლერმა ორმაგი დუბლიც მიითვალა (10
მოხსნა, 7 პასი), ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგებში თორნიკე ნინიაშვილი
გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მე-10 ტურის დასკვნით
შეხვედრაში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში ზუსტად 18:00 საათზე შედგება, ერთმანეთს
სამედიცინო-,,ოლიმპი” დაუპირიპირდებიან.