შსს-მ სუპერლიგა მოგებით გახსნა

შსს-მ სუპერლიგა მოგებით გახსნა

 დღეს თბილისის
სპორტის სასახლეში რიგით 21-ე საკალათბურთო 
სუპერლიგის 1-ელი  წრის 1-ელი ტურის  შეხვედრები გაიმართა.

  წლევანდელი
სეზონის 1-ელი ტურის  პირველ მატჩში ერთმანეთს
შსს და  ,,ბათუმი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის
პირველი ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით  წარიმართა. საბოლოოდ კი მატჩის პირველი ნახევარი
შსს-ს 1-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით  44:43
დასრულდა.

მესამე პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი
 წინ გაიჭრა და 10 ქულით დაწინაურდა –
67:57. ამის  შემდეგ კი ,,ძალოვნებს” მოპოვებული
უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვიათ და მესამე პერიოდი მოგებით დაასრულეს – 79:63.

 მე-4 მეოთხედში
 შსს-მ 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა –
90:70,  მეოთხე  პერიოდის 
მიწურულს კი 100 ქულას  გადააჭარბა და
საბოლოოდ 101 :77 იმარჯვა.

გამარჯვებულთა რიგებში  22-22 ქულა 
ილია ლონდარიძისა და შსს-ს ამერიკელი ლეგიონერის, რობო კრეპსის ანგარიშზეა,
რომელმაც 10  შედეგიანი გადაცემაც მიითვალა
და ორმაგი დუბლი შეასრულა.

 ზღვისპირელთა  შემადგენლობაში კი საუკეთესო ავთანდილ ელიაშვილი
იყო, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა.

 შეგახსენებთ,
რომ  დღეს 14 საათზე  1-ელი ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს სამედიცინოსა
და სტუ-ს გუნდები  დაუპირისპირდებიან,  16  საათზე  ,,სოხუმი” ,,რუსთავს”, ხოლო 18 საათზე თსუ  ,,ოლიმპს” შეხვდება.