შსს-მ ქუთაისში იმარჯვა

შსს-მ ქუთაისში იმარჯვა

დიდ ინტერესს იწვევადა სუპერლიგის მე-6 ტურის პირველი
მატჩი, რომელიც დღეს ქუთაისში გაიმართა. ადგილობრივმა ,,ქუთაისმა” შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდს უმასპინძლა თუმცა მეტოქესთან 20-ქულიანი სხვაობით, 76:96 დათმო შეხვედრა. 

 თავდაპირველად
შეხვედრა თანაბარი უპირატესობით წარიმართა, მატჩის პირველი ნახევარი ქულა-ქულაში
წავიდა, პირველ და მეორე მეოთხედებშიც ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა – 21:21 და 21:21. შესაბამისად,
პირველი ტაიმი ფრედ  42:42 დასრულდა. მესამე
მეოთხედში კი შსს-მ ყველა კომპონენტში აჯობა მასპინძლებს და პერიოდში 31:6 იმარჯვა.

,,ძალოვნებმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და  მესამე მეოთხედის ბოლოს წინ დიდი სხვაობით გაიჭრნენ
– 73:48. ბოლო დასკვნით მეოთხედში ქუთაისელები კვლავ გააქტიურდნენ (28:23), თუმცა მეტოქესთან
ვერაფერს  გახდნენ  და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.

 შინაგან  საქმეთა სამინისტროს გუნდს ახალწვეულმა ამერიკელმა
ლეგიონერებმა ლარი ბლერმა და ტრეისი სმიტმა ულიდერეს. ლარი ბლერმა ახალ გუნდში დებიუტი
26 ქულით აღნიშნა, ხოლო ტრეისი სმიტი 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი
გახდა.

  რაც შეეხება
,,ქუთაისს”, მის შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი ბარბაქაძე  გახლდათ, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა.

 შეგახსენებთ,
რომ სუპერლიგის მე-6 ტური ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება: 12 საათზე
,,ოლიმპი” სტუ-ს , 14 საათზე (ცენტრალური მატჩი) ,,არმია” –  სამედიცინოს, 16 საათზე ,,დინამო” ,,რუსთავს”, ხოლო
18 საათზე თსუ ,,სოხუმს” დაუპირისპირდება.