შსს აკადემიამ სოხუმი იოლად დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

შსს აკადემიამ სოხუმი იოლად დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დასრულდა  სუპერლიგის მე-8 ტურის დასკვნითი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ,,სოხუმი” და შსს აკადემია  დაუპირისპირდნენ.

მატჩში გამარჯვება აკადემიელებმა მოიპოვეს, რომლებმაც მეტოქე დიდი სხვაობით 74:52 დაამარცხეს. ,,ძალოვნებმა“  უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და  შეხვედრის პირველ ტაიმში  ანგარიშით 33:24 იმარჯვეს. მესამე მეოთხედში კი
კიდევ უფრო გააქტიურდნენ და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს – 51:34. დასკვნითი მეოთხედის
შუწელში შსს აკადემიამ თავის სასარგებლოდ 20ქულიანი სხვაობა დააფიქსირა, დარჩენილ დროში
კი ,,სოხუმმა“ ვეღარაფერი მოახერხა და მარცხი განიცადა. აკადემიელებს 21 ქულით ლარი
ბლერმა ულიდერა, ხოლო ,,სოხუმის“  შემადგენლობაში
თავი სერგო ათუაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 12 ქულითა და  ამდენივე მოხსნით ორმაგიდ დუბლი მიითვალა.  

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ,,სოხუმისა“
და შსს აკადემიას მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

გიორგოს კეცელიდისი
(შსს აკადემიას მწვრთნელი):  უპირველეს ყოვლისა
მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ძალიან ბევრს ვმუშაობთ, როგორც
მოედანზე ისე მის გარეთ. ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა და ვინაიდან მოწინააღმდეგე
გუნდი ჩინებულად  თამაშობს  თავდასხმაში, მაქსიმალური აქცენტი დაცვაზე გვქონდა
გაკეთებული.  მე ვიცნობ ,,სოხუმის“ მთავრ მწვრთნელს
ლიტვიდან და მას დიდ პატივს ვცემ, ამიტომ ბოლო წამებზე, როდესაც 20 ქულით ვიგებდით
აღარ შევუტიეთ. ეს უბრალო პატივისცემა იყო  ჩემი მხრიდან. გუნდში 13  მოთამაშე გვყავს, რომლებიც მუდამ მზად არიან სათამაშოდ
და ნებისმიერ მათგანს აქვს შესაძლებლობა გახდეს გუნდის ლიდერი. რაც შეეხება ტრავმებს,
 ფეხი დაუშავდა ტრეისი სმიტს, რომელსაც დღეს
არ უთამაშია.

რიმვიდას სამულენასი
(სოხუმის მწვრთნელი):  მინდა მივულოცო შსს აკადემიას
მწვრთნელს, რომლის მოსვლის შემდეგ გუნდი სულ სხვა თამაშს თამაშობს. რაც შეეხება მატჩს
ჩვენ დავმარცხდით ყველა კომპონენტში და არაფერი გამოგვივიდა. გუნდმა ვერ ითამაშა მობილიზებულად
და ძალიან ცუდი დაცვა აჩვენა.  ჩვენმა მეტოქემ
დღეს მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა.  

 მერაბ ბოქოლიშვილი: ძალიან  მნიშვნელოვანი მატჩი იყო. გუნდი ნელ-ნელა ლაგდება
და  იმედია პლეიოფებს სასურველ ფორმაში შევხვდებით.

 ლაშა ფარღალავა: მივულოცავ შსს
აკადემიას გამარჯვებას, რომელიც ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა და მას წარმატებას ვუსურვებ.
ძალიან რთულია იმ სიტუაციაში ყოფნა, რაშიც ამჟამად ,,სოხუმი“ იმყოფება. ფსიქოლოგიურად
და მორალურად მოშლილია ჩვენი გუნდი. ელემენტარული პირობები არ გვაქვს კალათბურთელებს,
რომ ვარჯიშებზე ვიაროთ და ეს ძალიან გვაწუხებს. რამდენიმე თვეა უკვე რაც ხელფასი არ
აგვიღია. ყველა ხედავს რომ ,,სოხუმი“ დღითიდღე  უკლებს თამაშს და გუნდი უკან და უკან მიდის. მოტივაციის
შენარჩუნება ძალიან გვიჭირს. ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობაა.
სუპერლიგა 
მეორე წრე მე-8 ტური
რუსთავი – არმია 71:75 (მატჩის მიმოხილვა)
ბათუმი – ოლიმპი 85:103 
(მატჩის მიმოხილვა)

თსსუ – ქუთაისი 84:92 
(მატჩის მიმოხილვა)

სტუ – თსუ 77:100 
(მატჩის მიმოხილვა)