სუპერლიგის მეორე
წრის დასკვნითი მე-11 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს შსს აკადემია და ,,რუსთავი“ დაუპირისპირდნენ, სადაც აკადემიელებმა მეტოქე იოლად, 109:66 დაამარცხეს.
,,ძალოვნებმა” თავიდანვე ჩინებულად დაიწყეს მატჩში და ტაიმის ბოლოს 30-ქულიანაობას უპირატესობას უწიეს – 57:27. მესამე მეოთხედი კვლავ მასპინძელთა სასარგებლოდ წარიმართა, რომელებმაც
მეტოქეს პრაქტიკულად შანსი არ დუტოვეს. რუსთავლებმა ვერ შეძლეს მეტოქისთვის წინააღმდეგობის
გაწევა და რეგულარული სეზონი 3
მოგებითა და 17 მარცხით დაასრულეს. შსს აკადემიის შემადგენლობაში 23-23 ქულით ჯასტინ
ტაბსი და ლარი ბლერი გამოირჩნენ, ამ უკანასკნელმა კი 11 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა
და ორმაგი დუბლი შეასრულა. ორმაგ დუბლამდე ერთდაერთი პასი დააკლდა ენტონი მუდის, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემაა. ,,რუსთავის“ მხრიდან კი თავი რევაზ ჩაჩანიძემ და ლევან ხმელიძემ გამოიჩინეს, რომლებმაც საკუთარ გუნდს 19-19 ქულა შესძინეს.
მატჩიშემდგომ პრესკონფერენციაზე შსს აკადემისა და ,,რუსთავის“
მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
გეორგის კეცელიდისი
(შსს აკადემიის მწვრთნელი):მინდა აღნიშნო ტრეისი სმიტის
თამაში რომელიც დღეს მოედანზე ჩინებულად გამოიყურებოდა. რაც შეეხება თამაშს, არაფრის
თქმა არ შემიძლია. დღევანდელი მატჩი ჩვენითვის ძალიან ადგილი გამოდგა და კმაყოფილი
ვარ ბიჭების თამაშით. რაც შეეხება პლეიოფს, ჩვენი გუნდითვის მეტოქე მნიშვნელობა არ
აქვს. ,,არმიასა“ და ,,ოლიმპის“ მატჩზე კი
ვფიქრობ, ის გუნდი გაიმარჯვებს რომელიც უკეთეს თამაშს აჩვენებს.
მიხეილ ბერუაშვილი
(რუსთავის მწვრთნელი): ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით
და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. სეზონი დავასრულეთ და ახლა დავისვენებთ. ზაფხულში
კი ისევ შევუდგებით მუშაობას. წელს ფაქტიურად არჩევის სეზონი გვქონდა და შანსს ვაძლევდით
ახლგაზრდა კალათბურთლეებს, რომლებსაც ხშირად ვათამაშებდით უმაღლეს ლიგაშიც. მაგალითად
ერეკლე ლორთქიფანიძემ და სხვა მოთამაშეებმა, რომლებიც 16-წლამდელთა ასაკობრივ ჩემპიონატში
ასპარეზობენ, სუპერლიგაში არაერთი მატჩი ჩაატარეს. სამომავლოდ, იმედია ჩვენი გუნდი
უფრო გაძლიერდება, რაც ფინანსურ მხარესთანააა
დაკავშირებული.
ჟულივეტ ტუჟანი: რეზულტატიდან კარგად ჩანს
რომ უამრავი შეცდომა დავუშვით. მინდა მივულოცო
მოწინაარმდეგე გუნდს, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და ვუსურვებ ასეთივე წარმატებას
პლეიოფში.
ტრეისი სმიტი:
მოწინააღმდეგე გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და ძალიან კარგი თამაში აჩვენა.
ჩვენ ჩინებულად ვიასპარეზეთ და მადლობა ამისთვის გუნდის თითოეულ წევრს.