„შსს-აკადემიამ“ პირველი წრე მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. გიორგოს კეცელიდისის გაწვრთნილმა აკადემიელებმა
თსსუ ორმაგი სხვაობით – ანგარიშით
88:44 დაამარცხეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
პირველი წრის ბოლო ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს „შსს-აკადემიას“
კონკურენტები – „არმია“ და „ოლიმპი“ ხვდებიან და ეს მატჩი ცხრილში სავარაუდოდ ცვლილებებს შეიტანს.
რაც შეეხება უშუალოდ შსს-თსსუ-ს მატჩს, შეხვედრის ბედი
მალევე გაირკვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა პირველი მეოთხედი
22:8 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი უკვე 25 ქულით ლიდერობდა. მოგება განაღდებული ჰქონდა
და აკადემიელთა მწვრთნელმა ყველა კალათბურთელს
მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებმაც კარგად ითამაშეს და თავიანთ გუნდს დიდი
სხვაობით გაამარჯვებინეს.
„შსს-აკადემიას“ 18 ქულითა და 12 მოხსნით ამერიკელმა
კირკ არჩიბექმა ულიდერა, დენოტა ვონმა კი თავი 13 ქულას მოუყარა. სუპერლიგაში პირველი
ქულები მიითვალა აკადემიელთა 15 წლის კალათბურთელმა ლევან გოგალაძემ, რომელმაც თავის
გუნდს 5 ქულა შესძინა. მედიკოსთა შორის საუკეთესო შედეგი გიორგი რევაზაშვილს ჰქონდა,
რომელმაც 16 ქულა დააგროვა.
ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „არმია“ და „ოლიმპი“
შეხვდებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გეორგის კეცელიდისი
(შსს აკადემია): ყველას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, რაც შეეხება დღევანდელს მატჩს,
ბიჭებმა ძალინ მობილიზებულად იასპარეზეს. სასიხარულოა რომ დღეს თამაშში მონაწილეობა
მიიღეს ახლაგაზრდა მოთამაშეებმა, მათ შორის 15 წლის ლევან გოგალაძემ, რომელმაც მოედანზე
10:00 წუთი გაატარა. წინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე რომ აუცილებლად გადავხედავდი
,,დინამოსთან“ შეხვედრის ვიდეოჩანაწერს. განვიხილეთ წინა ტურის მატჩი და
მსაჯების მიმართ პრეტენზია არ გაგვაჩნია.
გოდერძი კორძაძე
(თსსუ): მივილოცავ შსს აკადემიას გამარჯვებას, რაც შეგვეხება ჩვენ, მორიგი გეგმიური
მარცხი განვიცადეთ. ვეცდებით მეორე წრიდან გარკვეული კორექტივები შევიტანოთ და უკეთესად ვაიასპარეზოთ.
ზვიად ანთაძე
(შსს აკადემია): კარგი თამაში იყო და წარმატებას ვუსურვებ სამედიცინოს
გუნდს. ყველას მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს.
ლევან ელიაძე
(თსსუ): დაცვაში ძალიან
ცუდად ვიაპარეზეთ. იმედია მეორე წრიდან გამოვასწორებთ ჩვენს შეცდომებს და უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.