სუპერლიგის
მე–4 ტურმა სტარტი გუშინ ბათუმში აიღო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ,,ქუთაისი’’
87:85 დაამარცხა. ტურის დარჩენილ შეხვედრებს დღეს თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს.
ცენტრალური თამაში ,,შსს აკადემიასა’’ და ,,ოლიმპს’’ შორის გაიმართება. მატჩის დაწყებამდე
გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი
მწვრთნელი): დავეთანხმდები
მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს. ამ გუნდებმა შარშანდელი ფინალი ითამაშეს, თუმცა წელს
ორივე გუნდი სრულიად შეცვლილია, მწვრთნელებიც და შემადგნელობაც ახალია. ორივე ახლა
ყალიბდება, ახალგაზრული გუნდები ვართ და მართლაც საინტერეოს მატჩი იქნება.
დრაგან პეტრიჩევიჩი(,,შსს აკადემიის’’
მთავარი მწვრთნელი): წინა სეზონის
ფინალისტებს შორის, რა თქმა უნდა, საინტერესო თამაში იქნება. მართალია შარშანდელისგან
რადიკალურად განსხვავებული შემადგნელობა გვყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი
და საინტერესო შეხვედრა გველოდება.