სუპერლიგის ბოლოსწინა ტური სპორტის სასახლეში ,,დინამოსა’’
და ,,შსს აკადემიის’’ დაპირისპირებით დასრულდება. გუნდების მწვრთნელებმა თამაშის დაწყებამდე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,დინამო’’
ჩემპიონატის გამორჩეული ფავორიტია, ძალიან ძლიერი გუნდია, ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული
და ეს განვლილმა თამაშებმაც დაადასტურა. დღესაც ის ფავორიტია, თუმცა ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ.
შეიძლება ,,დინამოსთვის’’ ეს თამაში სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით არ წყვეტდეს
ბევრ რამეს, თუმცა ჩვენ რეგიონის გუნდებთან მოედნის უპირატესობა გვჭირდება, ამიტომ
უნდა მოვიგოთ. დაძაბული და საინტერესო თამაში იქნება, გულშემატკივარი და ტელემაყურებელი
კმაყოფილი დარჩება.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
,,შსს აკადემია’’ ჩვენი მეტოქეა, თუმცა მხოლოდ მოედანზე, 40 წუთის განმავლობაში, თამაშის
შემდეგ ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ. მათაც და ჩემს გუნდსაც ვუსურვებ სწორ, სამართლიან
და კარგ თამაშს, დანარჩენს თამაშის შემდეგ ვიტყვი.