“სასკი ბასკონიას” წერილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს

“სასკი ბასკონიას” წერილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ს/ს „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულების შესახებ ფედერაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და ყოფილმა გამგეობის ყოფილმა წევრმა კახა შენგელიამ პრესაში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა და  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წერილობით მიმართა. აღნიშნულ კონტრაქტთან დაკავშირებით სამინისტრომ „სასკი ბასკონიასგან“ წერილობითი პასუხი მიიღო, რომელსაც თავად „სასკი ბასკონიას“ თხოვნით ვაქვეყნებთ:
ბატონო ტარიელ,
მოგმართავთ ბატონ კახა შენგელიას წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ს/ს სასკი ბასკონიას შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებას. მინდა გამოვხატო ჩვენი გაკვირვება იმ მტკიცებულებებზე და „ბრალდებებზე“, რომელიც მოცემულია წერილში ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებასთანდაკავშირებით.
მინდა კომენტარი გავაკეთო შემდეგ ასპექტებზე იგივე მიმდევრობით, როგორც იმ წერილში არის გადმოცემული:
ნამდვილად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფონდ 5+11 და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის და ნამდვილად მისი ერთადერთი მიზანი არის საქართველოში კალათბურთის განვითარება.
ხელშეკრულება შედგება 2 ნაწილისაგან:
1.პროფესიონალიზმისთვის „კარის“ გაღება კალათბურთელების მომზადების საშუალებით ესპანეთში.
2.კალათბურთის განვითარების და კალათბურთელების მომზადების აქტივობების ჩატარება საქართველოში.
1. პროფესიონალიზმისთვის „კარის“ გაღება: ხელშეკრულების ეს ნაწილი ისწრაფვის ისეთი პროფესიული კლუბის კარი გაუღოს, როგორიც ჩვენი კლუბია, ყველა იმ ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეს, რომელთაც აქვთ საჭირო და ადექვატური შესაძლებლობები და დამოკიდებულება, იმისათვის რომ იყვნენ პროფესიონალი კალათბურთელები და მომავალში გააძლიერონ საქართველოს ნაკრები. ამ შესაძლებლობას მხოლოდ ვაძლევთ საერთაშორისო დონის ტალანტის მქონე მოთამაშეებს და ახლა, ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ექსკლუზიურად, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებსაც.
ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ მივიღოთ საშუალოდ 3 ქართველი ახალგაზრდა წელიწადში, ჩვენი კლუბის სტიპენდიანტების სტრუქტურაში ჩასართავად, რაც ნიშნავს: მწვრთნელთა მაღალი დონე, სამუშაოს მაღალი დონე, შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და მოწყობილობები, შეჯიბრების მაღალი დონე, რომელშიც მონაწილეობენ და მათ გარშემო მყოფი პროფესიონალების გუნდი: ფიზიოლოგები, ექიმები, ფსიქოლოგები და ა.შ. ხუთი წლის შემდეგ, მინიმუმ 15 ახალგაზრდა 14–დან 19 წლამდე ასაკის გაიწვრთნება და ჩამოყალიბდება ჩვენს სტრუქტურებში. ეს შესაძლებლობა არასდროს იქნებოდა რეალური და აღსრულებადი ხელშეკრულების გარეშე. ამ მომსახურების გაწევა, უკვე თავის მხრივ ფარავს იმ თანხას, რომელიც გაიწერა ხელშეკრულებაში, მაგრამ გარდა ამისა, როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიზნებთან თანხვედრა, მათ ვთავაზობთ ჩვენი
ყველა ნიჭიერი ახალგაზრდის მომზადების უფლებების 30%–ს და ყველა ქართველი მოთამაშის 50%–ს. ეს თანხა დაბრუნდება მე–8 წლიდან, როდესაც მოთამაშე იწყებს მომზადებას როგორც სტიპენდიანტი ჩვენთან (დაახლოებით 15 წლის ასაკში) და როდესაც სრულყოფილად ჩამოყალიბდა (22–23 წლის ასაკში). რადგან ასე დარწმუნებული ვართ ამ თანხის დაბრუნებაში, ფედერაციას გავუგზავნეთ წერილი, რომელშიც გარანტიას ვაძლევთ, უკიდურეს შემთხვევაში,
ამ ნაწილში გადახდილი თანხის (იგულისხმება ესპანეთში კალათბურთელების მომზადება) დაბრუნებაზე, აქედან გამომდინარე, 15 ახალგაზრდის ესპანეთშიმომზადება საბოლოო ჯამში იქნება უფასო.
2.კალათბურთის განვითარების და კალათბურთელების მომზადების აქტივობების ჩატარება საქართველოში: ხელშეკრულების ეს ნაწილი გულისხმობს სასკი ბასკონიას საშუალებით
სხვადასხვა ინიციატივების გამოყენებით, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი კალათბურთის განვითარებაში. ამ მიზნით ჩატარებული აქტივობები 1 წლის განმავლობაში იყო შემდეგი:
 – სავარჯიშო ბანაკი ესპანელი და ქართველი მწვრთნელების მონაწილეობით
160 ახალგაზრდისათვის პირველ წელს და 80–სათვის მეორე წელს.
– მწვრთნელთა ტრენინგები.
– საქართველოში კალათბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა
მომავალი 5 წლისათვის. საჯარო პრეზენტაცია მოეწყობა.
– 16 ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელისთვის დახელოვნების კამპუსი
ვიტორიაში 15 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ 400 ახალგაზრდასთან ერთად. ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებულია 200000 ევროს გადახდა ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობებისათვის, მაგრამ ხარჯი არ არის აუცილებელი, არამედ დაკავშირებულია იმ პროგრამებთან, რომლებიც განხორციელდება და რომელშიც სასკი ბასკონია თავის მომსახურებას აფასებს თვითღირებულებით, მოგების გარეშე, თანამშრომლობის ხელშეკრულების შესაბამისად. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ხელშეკრულების პირველ ნაწილში გარანტირებულია თანხის დაბრუნება და მეორე ნაწილის გადახდა ხდება თვითღირებულებით, არ მესმის რატომ ხდება მინიშნება, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება კერძო ინტერესების გათვალისწინებით და რომ თანხა არ გამოიყენება ქართული კალათბურთის განვითარების მიზნებისათვის. წერილის შემდგომი ნაწილი ეხება 1.912.782 ლარის გადარიცხვას, რომელიც განხორციელდა სამი მოთამაშისთვის: ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე დანიკა დარბაიძე. ისევ ტყუილია და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან გადარიცხული თანხა არ არის მხოლოდ ამ მოთამაშეებისთვის, არამედ იმ შეთანხმების შესასრულებლად, რომელშიც გაწერილია ეკონომიკური ვალდებულება ამ წერილში აღნიშნული
პირველი მიზნის შესასრულებლად.ფედერაციასთან შეხვედრებზე უკვე აღინიშნა, რომ იდეალური იყო ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სტიპენდიის მიცემა, რაც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ მათი ტექნიკური ფორმა და მდგომარეობა 14–15 წლის ასაკიდან. პირველი წლისათვის გადაწყდა, ფედერაციასთან ერთად: იმის გამო, რომ ბიჭები ვისაც ინტერესი ჰქონდათ იყვნენ ძალიან ახალგაზრდები, სტიპენდიების გაცემა დაგვეწყო შემდეგ წელს, წელიწადში საშუალოდ 2 მოთამაშის მომზადების პირობის დაცვით და ფაქტიურად წელს სტიპენდიას მივცემთ 3 მოთამაშეს. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ გადაწყდა ნიკა დარბაიძისთვის სტიპენდიის მიცემა, რომელიც იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო საქართველოში ორგანიზებულ სავარჯიშო ბანაკში.
დიდი სირთულეების შემდეგ საცხოვრებელი ვიზის მისაღებად (დამერწმუნებიან მოთამაშის მშობლები), ჩვენი მიზანი იყო,რომ ნიკა დარბაიძე ბასკონიას სტრუქტურაში ყოფილიყო, თუმცა გამოჩნდა შესაძლებლობა მას ეთამაშა ბასკონიას პარტნიორ კლუბში.
ეს გუნდი თამაშობდა მაღალი ლიგის შეჯიბრში და მას მიეცა არჩევანის უფლება ეთამაშა ჩვენთან ან მეორე გუნდში. მოთამაშემ გადაწყვიტა მეორე გუნდში თამაში,სადაც ყველა ხარჯი აუნაზღაურდა. გარდა ამისა, ჩვენი სპორტული დირექტორი – ბორხა კომენხე იმყოფებოდა მუდმივ კონტაქტში კლუბთან მოთამაშის სპორტული მდგომარეობის და ევოლუციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. გიორგი ტურძელაძის შემთხვევაში, ბასკონია იყო შუამავალი და ყველა საშუალება იქნა გამოყენებული. ჩვენმა პარტნიორმა კლუბმა გამოხატა ინტერესი ამ მოთამაშის მიმართ. არც ბასკონიას და არც ფედერაციის ინტერესი არ იყო მისთვის სტიპენდიის მინიჭება, რადგან მისი ასაკის გამო საჭირო მახასიათებლები არ ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კლუბისგან მიიღო ყველანაირი მხარდაჭერა და კლუბის ყველა რესურსი მის სამსახურში ჩადგა. აბსოლუტური სიცრუე არის ის, რომ ლუკა ბულაშვილმა მოიპოვა სტიპენდია. მას არ მიუღია მონაწილეობა სავარჯიშო ბანაკში, არც რამე სიაში ყოფილა შეტანილი როგორც სტიპენდიანტი. მამამისმა გვთხოვა ჩაგვეტარებინა ტესტი/შემოწმება, რომ გაგვერკვია შეიძლებოდა თუ არა მისთვის სტიპენდიის მიცემა. მას მიეცა საშუალება ჩამოსულიყო ვიტორიაში შემოწმების გასავლელად და მიიღო შეტყობინება, რომ არ ჰქონდა მონაცემები სტიპენდიის მისაღებად. მამის დაჟინებით და ინტერესის გამომჟღავნებით ჩვენს კლუბში შვილის მომზადების მიმართ, გვთხოვა, რომ თვითონ გადაიხდიდა მოთამაშის ჩვენს
კლუბში მომზადების და თამაშის ხარჯებს. ამას ჩვენ არასდროს ვაკეთებთ, თუმცა რადგან ის ქართველი მოთამაშეა და ასევე ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანამშრომლობის მიზნით, მას გაეგზავნა მოთამაშის ერთი წლის ხარჯების ხარჯთაღრიცხვა, ღირებულებაზე შეღავათიანი ფასით, რომელიც მისაღები იყო მამისთვის.ეს საკითხი არის მკაცრად მოთამაშის მამასა და კლუბს შორის, არც ფედერაციას და არც ბასკონიას მისთვის არ განუცხადებია, რომ ის იყო სტიპენდიანტი მოთამაშე (თანდართულია დოკუმენტები, რომელიც ამას ადასტურებს), არც მათ შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ნაწილს შეადგენდა.
სხვა საკითხია, რომ ზოგიერთ ინფორმაციაში ახალგაზრდა მოთამაშეების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნებიან მოთამაშეების ელიტურ მოსამზადებელ ჯგუფს, მოხვდა ლუკაც, რადგან ის მთელი წელი ვარჯიშობდა და თამაშობდა ჩვენთან. იმ ერთი წლის მანძილზე, იმის მიუხედავად, რომ არ იყო სტიპენდიანტი, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საუკეთესო პირობებში ყოფილიყო, ევარჯიშა დანარჩენ სტიპენდიანტ მოთამაშეებთან ერთად, თვით გუნდის პირველ შემადგენლობასთანაც კი.
ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია იმის მხრიდან, ვინც ამას ამბობს და განსაკუთრებით მოთამაშის მამის მხრიდან, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს. აშკარაა, რომ პირველი – ფინანსური მოტივების გამო და მეორე – პირადი მოტივების გამო, ხელშეკრულების ეჭვქვეშ დაყენების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს ეს არგუმენტები, მაშინ როდესაც იციან, რომ ისინი არ არის მართალი.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ასევე გატყობინებთ, ჩვენი კლუბი აღარ მიიღებს არცერთ მოთამაშეს, რომელსაც არ ექნება მიღებული სტიპენდია ჩვენი კლუბიდან და ფედერაციიდან, ასეთი ტყუილების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია არ აფინანსებს ბასკონიას სტიპენდიანტი მოთამაშეების ხარჯებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ამ ხარჯებს იხდის კლუბი და რაც მართალია, ეს კლუბს დაახლოებით მილიონ ევრომდე უჯდება.
ყველაფერი პირიქით არის, აღნიშნული ხელშეკრულების წყალობით, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ამ ახალგაზრდების მომზადების გადასახადის 30%–ს იღებს. ჩვენ კლუბში დარწმუნებული ვართ, რომ ხელშეკრულება ძალიან მომგებიანია საქართველოს კალათბურთის ფედერაციისათვის და რომ ეს ხელშეკრულება შედგა ფედერაციის მმართველების პროფესიონალიზმის და მათი საქმისადმი ინტერესის გამო. ვერ მივიღებთ ცილისწამებას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, მხარეების პირადი ინტერესების თუ ხელშეკრულების გაუმჭვირვალობის შესახებ ინსინუაციებს და მინიშნებებს.
100% შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები, ისევე როგორც ფედერაციამ და მზად ვართ ნებისმიერი განმარტების გასაკეთებლად, თუ ვინმე ამას მოითხოვს. ჩვენი სურვილია აღნიშნული საკითხი იყოს ნათელი დღეიდან მომავალში. ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ხელშეკრულება, თუ მას ჩათვლიან ზიანის მომტანად და წამგებიანად თავიანთი ინტერესებისათვის ან შეიტყობენ რომელიმე მხრიდან პირადი გამორჩენის არსებობის შესახებ.
იმედი მაქვს, ასევე გაიგებთ, რომ ჩვენი ღირსების დასაცავად, ეს იქნება ბოლო წერილი, რომლითაც პასუხს გავცემთ ამ პირების ბრალდებებს. აქედან დაწყებული მივმართავთ სასამართლოს ჩვენი ღირსების და პროფესიონალიზმის დასაცავად.
დანიშნულების ადგილზე წარსადგენად ხელს ვაწერ 2016 წლის 8 ივლისს.
ხელმოწერა: ხესუს ვასკესი 
ს/ს სასკი ბასკონიას გენერალური დირექტორი
აღნიშნული წერილის ორიგინალი (ესპანურ ენაზე) იხილეთ აქ: წერილი
 
“სასკი ბასკონიას” ეს წერილი ეხება ანგარიშს ლუკა ბულაშვილის შესახებ
 
                                                                                         Vitoria, a 8 de Julio del 2016
INFORME SOBRE LUKA BULASHVILI TEMPORADA 2015/2016
 
Durante la segunda y la tercera semana de Abril del 2015 se organizó en Tbilisi el primer Training Camp organizado conjuntamente entre nuestro club Saski Baskonia S.A.D. y la Federación Georgiana de Baloncesto.
Durante nuestra estancia en Tbilisi esas dos semanas, vino a reunirse con Jesús Vázquez y conmigo el señor Levan Bulashvili, padre de Luka Bulashvili, jugador georgiano que en ese momento estaba jugando en España en la CBA Basketball Academy. Quiero dejar claro que Luka Bulashvili no estaba participando en el Training Camp organizado en Tbilisi.
El señor Levan Bulashvili nos pidió si podíamos hacer una prueba a su hijo Luka para que en la temporada 2015/2016 pudiese jugar en el equipo U18 del Saski Baskonia
Levan Bulashvili nos explicó que quería cambiar de club a Luka ya que en la CBA Basketball Academy no le dejaban jugar el Campeonato de España que se celebraba en Mayo del 2015 ya que para poder jugarlo, le exigían firmar un contrato por dos temporadas en esa academia. él no quiso firmar el contrato, y por lo tanto Luka no jugó ese año el Campeonato de España.
Tras la conversación, aceptamos organizar una prueba para Luka una vez hubiese finalizado la temporada.  De este modo Luka vino a realizar las pruebas a Vitoria del 26 al 28 de Mayo del 2015. Y le testamos técnica, táctica, médica, y físicamente.
Después de estar con nosotros en Vitoria, fue a hacer más pruebas a un club de Madrid llamado C.B.Torrejón.
El 12 de Junio del 2015 le informamos telefónicamente al señor Levan Bulashvili que no le íbamos a ofrecer una beca a Luka. Además de informarle telefónicamente, también le enviamos por e-mail un informe físico (ver el documento adjunto) en que las conclusiones fueron…..
 
“Desde el punto de vista de la condición física, Luka no es un exterior que vaya a marcar las diferencias. Es seguro que mediante un adecuado entrenamiento puede mejorar mucho sus capacidades y convertirse en un jugador atléticamente preparado, pero lejos de los mejores en este sentido.
Mi recomendación es que su contratación se base en indicadores exclusivamente técnico-tácticos, pues no va a ser un jugador que vaya a marcar diferencias por rapidez, explosividad o capacidad de salto.”.
 
            Tras nuestra comunicación telefónica y envío del informe al señor Levan Bulashvili, él contacto nuevamente con nosotros en Junio para consultarnos sobre la posibilidad de poder fichar a Luka para nuestro equipo U18 pero en este caso pagando él el coste de los gastos que pudiesen haber.
            Nosotros le comentamos que nosotros nunca becamos a jugadores que tengan que pagarse ellos mismos las becas. Nunca antes lo habíamos hecho.
De todos modos, tras conversaciones internas en nuestro club, y ya que Luka es un jugador georgiano y como es conocido nuestra afinidad por el baloncesto georgiano (Toko Senghelia en el primer equipo, acuerdos con la GBF,….) decidimos hacer una excepción con Luka Bulashvili y darle la oportunidad a su padre de poder pagar por los gastos de incorporar a Luka a nuestro programa formativo. Eso sí, a un precio muy inferior al coste de tener a Luka con nosotros porque nunca nuestra intención ha sido hacer ningún tipo de negocio con este asunto.
En el Saski Baskonia tenemos un profundo respeto por los jugadores que tienen tanto afán de mejora, y además, al ser georgiano, decidimos hacer una excepción con este caso. Pero nunca nos planteamos permitir el pago de una beca por un jugador georgiano (o de cualquier otra nacionalidad) que esté bajo los términos del acuerdo escrito entre el Saski Baskonia y la GBF.
            Durante la temporada 2015/2016, Luka pudo disfrutar de las siguientes condiciones para su mejora deportiva, cultural, y personal…….
A)    A NIVEL DEPORTIVO:
1.- Hizo la pretemporada con el primer equipo durante 5 semanas: estuvo en la dinámica del equipo de ACB/Euroleague durante 5 semanas.
2.- Tuvo ficha con el equipo junior con el que compitió toda la temporada y jugó la fase final del Campeonato de España disputado en Mayo en Guadalajara.
3.- Además estaba como vinculado con el equipo de LEB PLATA del C.B.ARABERRI. De hecho, llegó a debutar y jugar varios minutos con ellos durante la temporada.
Para facilitarle el poder jugar con ellos, iba 2 sesiones por semana a entrenar con ellos a partir de Noviembre y hasta el final de la temporada.
4.- Jugó 10 partidos con nuestro equipo senior de Primera Nacional  (categoría superior a la U18, por lo tanto más calidad de competición).
5.- Tenía entrenamientos individuales de técnica con el director técnico del club Borja Comenge.
6.- Tenía un programa individual de condición física y acceso libre y gratuito al gimnasio de la Ciudad Deportiva del club (Bakh) para poder ejecutarlo.
7.- Tenía acceso libre y gratuito a la zona de aguas de la Ciudad Deportiva para sesiones de baño y masaje.
8.- Sesiones de fisioterapia siempre que lo necesitaba.
9.- Le ofrecemos la posibilidad de jugar la temporada que viene en el C.B.MIERES, que es un club convenido nuestro para que pueda completar su tercera temporada jugando en España. De este modo, Luka conseguiría ser JUGADOR DE FORMACIóN tal y como es actualmente Toko Senghelia, es decir, que a partir de la temporada 2017/2018 Luka podría jugar en España como JUGADOR DE FORMACIóN. En España todos los equipos están obligados a tener un mínimo de 4 jugadores de formación en las plantillas, por lo que Luka tendría muchas más posibilidades de encontrar buenos equipos en España una vez consiga esa condición federativa.
 
   B) A NIVEL EDUCATIVO:
1.- Clases particulares de español e inglés con profesor particular. A petición de Levan Bulashvili, que nos pidió no escolarizarle en el colegio, sino estudiar estos dos idiomas.
 
   C) RESIDENCIA Y COTIDIANIDAD:
1.- Vivía en la residencia universitaria Tomás Alfaro, que es la residencia de referencia en el campus universitario de la ciudad. Situada en el centro.
2.- Comía a pensión completa en el piso tutelado con el resto de los compañeros.
3.- El club le pagaba por los gastos de lavandería,  transporte, medicamentos, y otros extras que se podían producir.
 
                                    ვიტორია, 2016 წლის 8 ივლისი
 
ანგარიში ლუკა ბულაშვილის შესახებ 2015/2016 წლების სეზონი
 
2015 წლის მე–2 და მე–3 კვირის განმავლობაში თბილისში მოეწყო პირველი  სავარჯიშო ბანაკი, რომელიც ორგანიზებული იყო  ერთობლივად  ს/ს სასკი ბასკონიასა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის.
თბილისში ჩვენი ყოფნის იმ ორი კვირის მანძილზე, ხესუს ბასკესს და მე შეგვხვდა ბატონი ლევან ბულაშვილი, ქართველი კალათბურთელის ლუკა ბულაშვილის მამა. ლუკა ბულაშვილი იმ პერიოდში თამაშობდა ესპანეთში CBA კანარების კალათბურთის აკადემიაში. მინდა განვმარტო, რომ ლუკა ბულაშვილი არ იღებდა მონაწილეობას თბილისში ორგანიზებულ სავარჯიშო ბანაკში.
ბატონმა ლევან ბულაშვილმა გვთხოვა შეგვემოწმებინა (ტესტირება ჩაგვეტარებინა) მისი შვილი ლუკასთვის, რათა მას 2015/2016 წლების სეზონში შეძლებოდა თამაში სასკი ბასკონიას U18 გუნდში.
ლევან ბულაშვილმა აგვიხსნა, რომ  მას სურდა ლუკასთვის კლუბის გამოცვლა, რადგან CBA კალათბურთის აკადემიაში არ აძლევდნენ ესპანეთის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას, რომელიც ტარდებოდა 2015 წლის მაისში. ამისათვის მისგან ითხოვდნენ ორწლიან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას ზემოთ აღნიშნულ აკადემიასთან. ლუკამ არ ისურვა ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და ამიტომ იმ წელს მან ვერ ითამაშა ესპანეთისჩემპიონატზე.
საუბრის შემდეგ ჩვენ დავთანხმდით ლუკასთვის ტესტირების ჩატარებას სეზონის დამთავრების შემდეგ. ამგვარად ლუკა ჩამოვიდა ვიტორიაში შემოწმების გასავლელად 2015 წლის 26–დან 28 მაისამდე. ჩვენ მას ჩავუტარეთ ტექნიკის, ტაქტიკის, სამედიცინო და ფიზიკური მომზადების ტესტირება.
ვიტორიაში ჩვენ კლუბში შემოწმების შემდეგ, წავიდა ტესტირებაზე მადრიდში კლუბ ტორეხონში.
2015 წლის 12 ივნისს ტელეფონით შევატყობინეთ ბატონ ლევან ბულაშვილს, რომ ლუკას სტიპენდიას არ შევთავაზებდით. ტელეფონით შეტყობინების გარდა, მას გავუგზავნეთ იმეილით ანგარიში ლუკას ფიზიკური  ფორმის შესახებ (იხილეთ თანდართული დოკუმენტი), რომელშიცმოცემულია დასკვნა:
„ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, ლუკა არ არისთავდამსხმელი, რომელიც ცვლილებას შეიტანს გუნდის თამაშში. დარწმუნებული ვართ, სათანადო ვარჯიშის საშუალებით შეუძლია გააუმჯობესოს თავის შესაძლებლობები და გახდეს ათლეტურად მომზადებული მოთამაშე, თუმცა მაინც ვერ მივა ახლოს ამ თვალსაზრისით საუკეთესო მოთამაშეებთან.
ჩემი რეკომენდაცია არის მასთან ხელშეკრულების გაფორმება დაეფუძნოს მხოლოდ ტექნიკურ–ტაქტიკურ მაჩვენებლებს, რადგან ის ვერ იქნება მოთამაშე, რომელიც შეცვლის სისწრაფეს,  ნახტომის შესაძლებლობებს თუ ფეთქებადობას .”
ბატონ ლევან ბულაშვილის ტელეფონით შეტყობინების და ანგარიშის გაგზავნის შემდეგ, ის ისევ დაგვიკავშირდა ივნისში, რათა გაერკვია ლუკას U18 გუნდში თამაშის შესაძლებლობა ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ის გადაიხდიდა წარმოშობილ ხარჯებს.
ჩვენ მას შევატყობინეთ, რომ არასდროს ვანიჭებთ სტიპენდიას მოთამაშეს, რომელმაც თვითონ უნდა გადაიხადოს სტიპენდია. ადრე არასდროს გაგვიკეთებია ასე.
შიდა საუბრების შემდეგ ჩვენს კლუბში და რადგან ლუკა არის ქართველი მოთამაშე, ცნობილია ჩვენი გატაცება ქართული კალათბურთით (თოკო შენგელია თამაშობს პირველ გუნდში, ხელშეკრულება საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან,…) გადავწყვიტეთ გამონაკლისი დაგვეშვა ლუკა ბულაშვილის შემთხვევაში და მიგვეცა საშუალება მისი მამისთვის,გადაეხადა ის ხარჯები, რომელიც წარმოიშობოდა ლუკას ჩვენი კლუბის მოსამზადებელ პროგრამაში ჩართვის შემდეგ. რა თქმა უნდა, ბევრად ნაკლებ ფასად ვიდრე საერთოდ ღირს ლუკას ჩვენთან ერთად ყოფნა, რადგან ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა რამენაირი ბიზნესის კეთება ამ  კონკრეტული საქმით.
სასკი ბასკონიაში ძალიან დიდ პატივს ვცემთ მოთამაშეებს, რომლებსაც აქვთ ასეთი მისწრაფება თამაშის გაუმჯობესებისა და დახვეწისკენ და გარდა ამისა, რადგან ლუკა არის ქართველი, გადავწყვიტეთ გამონაკლისი დაგვეშვა. მაგრამ არასდროს დაგვირთავს ნება ქართველ მოთამაშეს ( ან ნებისმიერი სხვა ეროვნების მოთამაშეს) გადაეხადა სტიპენდიის თანხა, რომელიც სასკი ბასკონიას და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების პირობებს შეესაბამებოდა.
2015/2016 წლების სეზონის განმავლობაში, ლუკამ ისარგებლა შემდეგი პირობებით მისი სპორტული, კულტურული და პიროვნული წინსვლისათვის:
ა). სპორტული ვარჯიშის თვალსაზრისით:
1.პირველ გუნდთან ერთად 5 კვირის მანძილზე გაიარა სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი: ACB/ევროლიგის გუნდის დინამიკაში იმყოფებოდა 5 კვირის განმავლობაში.
2.მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობდა ახალგაზრდულ გუნდში და ასევე ითამაშა ფინალურ ეტაპზე ესპანეთის ჩემპიონატში, რომელიც ჩატარდა მაისში გუადალახარაში.
3.ასევე დაკავშირებული იყო ARABERRI–ს LEB PLATA–ს გუნდთან. სეზონის განმავლობაში თამაშობდა საწყის შემადგენლობაში და რამდენიმე წუთი.
მათთან თამაშის საშუალება რომ ჰქონოდა, კვირაში ორჯერ მიდიოდა მათთან ერთად სავარჯიშოდ ნოემბრიდან სეზონის ბოლომდე.
4.ითამაშა 10 მატჩი ჩვენს სენიორ გუნდთან პრიმერა დივისიონში (U18–ზე მაღალ კატეგორიაში. აქედან გამომდინარე უფრო მაღალი ხარისხის შეჯიბრებაა).
5.გაიარა ტექნიკის ინდივიდუალური ვარჯიშები კლუბის ტექნიკურ დირექტორთან, ბორხა კომენხესთან.
6.ჰქონდა ფიზიკური მომზადების ინდივიდუალური პროგრამა და კლუბის სპორტული ქალაქის სავარჯიშო დარბაზის თავისუფალი და უფასო გამოყენების უფლება.
7.სპორტული ქალაქის წყლის ზონის თავისუფალი და უფასო  გამოყენების უფლება ცურვის და მასაჟისათვის.
8.ფიზიოთერაპიის სეანსები საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს.
9.მას შევთავაზეთ მომავალ სეზონში MIERES–ში თამაში, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი კლუბი, რათა დაასრულოს ესპანეთში მესამე სეზონი. ამგვარად, ლუკა გახდებოდა მოთამაშე, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, ისევე როგორც ამჟამად არის თოკო შენგელია, ეს ნიშნავს, რომ 2017/2018 წლების სეზონში ლუკა შეძლებს ითამაშოს ესპანეთში, როგორც მოთამაშე სწავლის პროცესში.ესპანეთში ყველა გუნდი ვალდებულია ჰყავდეს თავის შემადგენლობაში მინიმუმ 4 მოთამაშე–მოსწავლე.რის საფუძველზეც ლუკას ექნება ბევრად მეტი შესაძლებლობა იპოვოს კარგი გუნდები, მას შემდეგ რაც მიიღებს ამ ფედერალურ სტატუსს.
ბ). საგანმანათლებლო თვალსაზრისით:
1.ესპანური და ინგლისური ენის ინდივიდუალური გაკვეთილები კერძო პედაგოგთან ლევან ბულაშვილის თხოვნით, რომ ლუკა არ ჩაგვერიცხა კოლეჯში, არამედ გვესწავლებინა ეს ორი ენა.
გ). საცხოვრებელი და ყოფა:
1.ცხოვრობდა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ტომას ალფარო, რომელიც არის საუნივერსიტეტო კამპუსში და მდებარეობს ქალაქის ცენტრში.
2.იკვებებოდა დღეში სამჯერ ცალკე სართულზე დანარჩენ მეგობრებთან ერთად.
3.კლუბი მას უხდიდა ქიმწმენდის, ტრანსპორტის, მედიკამენტების და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობოდა.