საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და “სასკი
ბასკონიას“ მიერ ორგანიზებული საკალათბურთო კემპი დასრულდა. თბილისში, „დინამოს“ საწვრთნელ
ბაზაზე ესპანელი მწვრთნელები 2 კვირის განმავლობაში ქართველ ახალგაზრდებს წვრთნებს
უტარებდნენ და საბილოოდ 16 პერსპექტიული მოთამაშეც გამოარჩიეს, რომლებსაც ივნისის თვეში
ესპანეთში, „სასკი ბასკონიას“ საერთაშორისო კემპზე წაიყვანენ.
„დინამოს“ ბაზაზე თავდაპირველად 160-მა მოზარდმა მოიყარა
თავი, რომლებიც 1998-2002 წლებში იყვნენ დაბადებულნი. ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ
კემპის მონაწილეთა რაოდენობა განახევრდა და დაახლოებით 80-მა ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელების
ხელმძღვანელობით წვრთნა კიდევ 1 კვირით განაგრძო.
ვარჯიშები 24 აპრილს დასრულდა, დღეს კი „დინამოს“ ბაზაზე
პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც იმ 16 კალათბურთელის ვინაობა დასახელდა, რომლებიც
ივნისის თვეში „სასკი ბასკონიას“ კემპზე მონაწილეობის მისაღებად ესპანეთში გაემგზავრებიან.
იქ წარმატებულ მოთამაშეებს კი უმაღლესი დივიზიონის კლუბ „ლაბორალ კუჩაში“ (რომლის მფლობელიც
„სასკი ბასკონიაა“) მინიმუმ ერთწლიანი დარჩენა და კონტრაქტი ელოდება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციისა და „სასკი
ბასკონიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ აღნბიშნულ კემპს როდის მოიცავს.
ესაა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5-წლიანი პერიოდის
დასაწყისი, რომლის მეშვეობითაც ესპანურმა მხარემ ქართულ კალათბურთში არსებული კონტიგენტი,
ახალგაზრდა თაობის შესაძლებლობები გაიცნო. ესწორედ ამაზე ისაუბრეს კემპის დასრულების
შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები – კახა შენგელია და ვლადიმერ
ბოისა, „სასკი ბასკონიას“ გენერალური დირექტორი ხესუს ვასკესი და ტექნიკური დირექტორი
ბორხა კომენჯი დაესწრნენ.
16 მოთამაშე, რომლებიც ბასკონიის 2015 წლის
საზაფხულო კემპზე გაემგზავრება
სახელი
გვარი
დაბ.წელი
ნომერი კემპზე
ნიკა
დარბაიძე
1998
#35
გიორგი
კუჭავა
1999
#11
ნიკა
კუნჭულია
1999
#22
ნიკა
კეკელიძე
2000
#12
დავით
კაკუშაძე
2000
#31
ლევან
გელაშვილი
2000
#2
გიორგი
გახოკიძე
2000
#17
საბა
გიგიბერია
2001
#12
ირაკლი
სულხანიშვილი
2001
#34
ლაშა
მიქელაძე
2001
#22
რატი
ანდრონიკაშვილი
2001
#1
ბექა
ბექაია
2001
#2
დაჩი
ქავთარაძე
2001
#30
გიორგი
ჭეიშვილი
2001
#7
ვლადიმერ
თავაქარაშვილი
2002
#37
ირაკლი
კილაძე
2002
#1