საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს დინამო და რუსთავი უპირისპირდებიან

თბილისის სპორტის სასახლე საქართველოს თასის ფინალს მასპინძლობს. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ”დინამოს” და ”რუსთავის” გუნდები დაუპირისპირდებიან.
მატჩის დაწყებამდე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო კომენტარები გააკეთეს.

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად ბოლო 2 წარუმატებელი თამაშისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას, განწყობაც კარგი გვაქვს. ფინალია, ყველაფერი ერთ თამაშში წყდება და შევეცდებით მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ და ბოლომდე გავაკეთოთ ის, რა დავალებაც ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა.

მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს გუნდს ფინალში ასპარეზობას და წარმატებებს ვუსურვებ. წარმატებისთვის ვიბრძოლებთ, რთული იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც შეგვეძლო მოვემზადეთ, დანარჩენს თამაში გვიჩვენებს.