საქართველოს თაისის
გათამაშება გრძელდება. აღნიშნულ შეჯიბრში 4 გუნდია დარჩენილი, რომლებიც ერთმანეთს ნახევარფინალურ
სერიებში დაუპირისპირდებიან. ერთმანეთს „დინამო“ – „ქუთაისი“ და „რუსთავი“ – „ბათუმი“
შეხვდებიან.
ნახევარფინალური
სერია 2 მოგებამდეა. თუკი გუნდები თითო თამაშს მოიგებენ, მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას
მოედნის უპირატესობის მქონე გუნდი უმასპინძლებს. მოედნის უპირატესობა წინა,
2013-14 წლების სუპერლიგის სეზონის შედეგების მიხედვით განისაზღვრა. შესაბამისად,
„ბათუმს“ „რუსთავთან“ აქვს მოედნის უპირატესობა, ხოლო „დინამოს“ – „ქუთაისთან“.
ნახევარფინალური
სერიის პირველი მატჩი 6 მარტს ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავა,
ხოლო 7 მარტს თბილისში „დინამო“ „ქუთაისს“ უმასპინძლებს. ამ წყვილებში საპასუხო მატჩები
13 მარტს, შესაბამისად, რუსთავსა და ქუთაისში გაიმართება.