საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და “სასკი ბასკონიას” განცხადება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და “სასკი ბასკონიას” განცხადება

დღეს კახა შენგელიას და ლევან ბულაშვილის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე და გუშინ ქართულ ინტერნეტ-გამოცემებსა  და გაზეთ „ახალ თაობაში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სასკი ბასკონიას“ კემპის  17 ქართველი მოთამაშიდან ათს ელ-ფოსტაზე მიუვიდა წერილი, სადაც „სასკი ბასკონია“ თვეში 600 ევროს სანაცვლოდ მათ ესპანეთში ცხოვრებას, კვებას და კლუბში ვარჯიშს სთავაზობს.
თუმცა მის გამომგზავნს არაფერი არ აკავშირებს არც კლუბ „ლაბორალ კუჩასთან“ და არც მის მფლობელ კომპანია „სასკი ბასკონიასთან“. წერილი გამოგზავნილია ვინმე კრისტინა გარსიას მიერ, რომელსაც ამის გაკეთების არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა, რადგან „სასკი ბასკონიას“ ასეთი პირობები ქართველებისთვის არ წაუყენებია. პირიქით – ბასკებმა 17-დან 6 ქართველი კალათბურთელი შეარჩიეს, რომლებთანაც კონტრაქტზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
მაშ რატომ მიიღეს ქართველმა კალათბურთელებმა კრისტინა გარსიასგან წერილი?! ეს ისეთივე გამოგონილი ამბავია, როგორებიც ბოლო დროს სისტემატიურად ვრცელდება იმ ჯგუფისგან, რომელსაც სურს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და „სასკი ბასკონიას“ შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის დისკრედიტაცია. ყოველგვარ  საფუძველს მოკლებული ინფორმაციის, ანუ დეზინფორმაციის გამავრცელებელთა მიზანია კალათბურთის ფედერაციასა და წარმატებულ ესპანურ (ბასკურ) კომპანიას შორის გაფორმებული, ქართული კალათბურთის მომავალზე გათვლილი ხელშეკრულების ჩაშლა და შესაბამისად,  ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. 
იმავდროულად, წარმოგიდგენთ „სასკი ბასკონიას“ მიერ გამოგზავნილ წერილს აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით:

ბატონებო,
ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ქართულ მედია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია  ვითომდა „სასკი ბასკონიას“ მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპზე დამსწრე 17 ქართველი მოთამაშიდან ათს ელ-ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, სადაც „სასკი ბასკონია“ თვეში 600 ევროს სანაცვლოდ  მათ ესპანეთში ცხოვრებასა და ვარჯიშს სთავაზობს.
გვინდა გაცნობოთ, რომ „სასკი ბასკონიას“ აღნიშნული შინაარსიის წერილი არავისთვის არ მიუწერია, უფრო მეტიც ხსენებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს ვინაიდან ჩვენი კლუბის თანამშრომნელთა შორის, წერილის ავტორი კრიასტინა გარსია არ ირიცხება და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
ვიტოვებთ იმედს რომ მომავალში მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჩვენი კლუბის შესახებ გადამოწმებულ იქნება ან ჩვენთან და ან საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში, რითაც თავიდან ავიცილებთ დაუზუსტებელი, შეგნებულად არასწორი და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებას.
პატივისცემით,
ხესუს ვასკესი