საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს–რელიზი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს–რელიზი

  საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ ყოფილმა წევრმა მარკ სალიერსმა გუშინ „მსოფლიო სპორტის“ ვებ–გვერდზე ქართული საკალათბურთო საზოგადოებისადმი მიმართვა გააკეთა,
 

სადაც მრავალ საკითხთან ერთად ასეთი განცხადება გააკეთა: „ჩვენი შეთავაზება 24 ოქტომბრამდე დავალიანების დაფარვა და მხოლოდ მომდევნო თვის ხელფასის გადახდა გახლდათ. ამის სანაცვლოდ, ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ თითქოს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოთხოვნით უნდა გაგვეარა ნარკოლოგიური შემოწმება, რაც, რა თქმა უნდა, კონტრაქტით განსაზღვრული არ ყოფილა“.  საქართველოს კალათბურთის ფედერაცია უფლებამოსილია განაცხადოს, რომ არანაირი შემოწმება, მათ შორის არც ნარკოლოგიური, ფედერაციის მიერ არ ყოფილა კლუბებისადმი მოთხოვნილი. ამგვარ მოთხოვნას არც ახლა და არც წარსულში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, არც თავად კლუბებიდან არ წამოსულა ინიციატივა იმის თაობაზე, რომ კალათბურთის ფედერაციას მოთამაშეების რაიმე სახის შემოწმება ჩაეტარებინა.