როგორც ცნობილია 2017 წელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისათვის წარმოადგენს საარჩევნო წელს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდებით განსაზღვრულია საერთო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე დელეგატების ხმათა რაოდენობები შემდგომი თანაფარდობით:
- სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბები – 30%
- რეგიონალური ფედერაციები -30%
- საკალათბურთო სკოლები – 10%
- დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბები – 5%
- მსაჯთა კავშირი – 5%
- მწვრთნელთა კავშირი – 5%
- ვეტერანთა კავშირი -5%
- ქალთა საკალათბურთო ორგანიზაციები -5%
- მოთამაშეთა საკალათბურთო ორგანიზაციები/გაერთიანებები – 5%
გამგეობის მიერ დადგენილ იქნა ხმის უფლების მქონე წევრების ჩამონათვალი და მათი ხმისათვის მისანიჭებული პროცენტის ოდენობა დაფუძნებული მათ საკალათბურთო აქტივობასა და პროფესიული საქმიანობის ეფექტურობაზე.
სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 30% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:
- შპს პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ (ს/კ 401963023) – 5%
- საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი – 2010“ (ს/კ 412670435) – 4%
- შპს „საკალათბურთო კლუბი – რუსთავი 1991“ (ს/კ 216413744) – 4%
- საკალათბურთო კლუბი „კაკტუსი“ (ს/კ 405072451) – 4%
- ააიპ „საკალათბურთო კლუბი სოხუმი“ (ს/კ 405040003) – 3%
- საკალათბურთო კლუბი მგზავრები (ს/კ 402004512) – 3%
- საკალათბურთო კლუბი ოლიმპი (ს/კ 400028064) – 3%
- საკალათბურთო კლუბი დელტა (ს/კ 405151749) – 2%
- საკალათბურთო კლუბი „ბათუმი – 2010“ (ს/კ 445384691) -2%
რეგიონალური ფედერაციების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 30% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:
- თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი (ს/კ 404984095) -5%
- იმერეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 412690191) – 4%
- აჭარის რეგიონალური კალათბურთის სპორტული ფედერაცია (ს/კ 445425754) – 4%
- კახეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 431168648) – 4%
- თბილისის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 404982854) – 3%
- ქვემო ქართლის მხარის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 216402006) – 3%
- სამეგრელოს რეგიონის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 415087738) – 2%
- შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის განვითარების ცენტრი (ს/კ 417879219) – 2%
- გურიის რეგიონის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 237098332) – 1%
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 404989410) – 1%
- სამცხე-ჯავახეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 406203111) – 1%
საკალათბურთო სკოლების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 10% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:
- შპს საკალათბურთო კლუბი აკადემია (ს/კ 205293877) – 3%
- შპს ჰიუნდაის საკალათბურთო კლუბი (ს/კ 404887565) – 3%
- შპს ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია (ს/კ 404500232) – 2%
- შპს საკალათბურთო კლუბი ორბი (ს/კ 400166271) -1%
- პროფესიული საკალათბურთო კავშირი მაქაბი (ს/კ 211393286) – 1%
დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 5% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:
- საკალათბურთო კლუბი თსუ (ს/კ 405093820) – 2%
- ააიპ საკალათბურთო კლუბი „არენა – 76“ (ს/კ 405082645) – 1%
- საკალათბურთო კლუბი ტიტები (ს/კ 400180488) – 1%
- საკალათბურთო კლუბი – წყალტუბო (ს/კ 421271091) – 1%
- საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი (ს/კ 405182877) – 5%
- საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი (ს/კ 405000528) – 5%
- ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდი (ს/კ 205251822) – 5%
- საქართველოს ქალთა კალათბურთის კავშირი (ს/კ 405199841) – 5%
- საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაცია (ს/კ 404455843) -5%
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 11 დეკემბერი, 13 საათი, კრება გაიმართება შემდგომ მისამართზე: ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტის საკონფერენციო დარბაზი.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებების მიღება დაიწყება ა/წ 15 ნოემბრიდან და გასტანს 5 დეკემბრამდე.
პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდგომი დოკუმენტაცია:
სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრი ორგანიზაციის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგინება წერილობითი სახით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში.
პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ავტობიოგრაფია და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი