საქართველოს “ბ” ნაკრებმა ჩინეთის არმიის გუნდი დაამარცხა

საქართველოს “ბ” ნაკრებმა ჩინეთის არმიის გუნდი დაამარცხა

ჩინეთში შეკრებაზე მყოფმა საქართელოს ეროვნულმა „ბ“ ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. დავით უსტიაშვილისა და რამაზ გოგობერიშვილის გუნდის მეტოქე გახლდათ ჩინეთის სამხედრო არმიის გუნდი – ჩინურად წოდებული „ბაი“.  აღნიშნული გუნდი ჩინეთის უმაღლეს ლიგაში არცთუ ურიგოდ ასპარეზობს და შესაბამისად, საკმაოდ ძლიერადაც ითვლება. აღნიშნულ გუნდში ჩინეთის ეროვნული ნაკრების 3 კალათბურთელი თმაშობს, რომლებიც დღე მოედანზე იყვნენ, თუმცა მწყობრად მოთამაშე ქართველებთან ვერაფერი გააწყვეს.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მობილიზებულად ჩაატარა და მეტოქეს 10 ქულის სხვაობით – 83: 73 სძლია.
ბაი – საქართველო (ბ) 73:83საქართველო: გამყრელიძე 6 ქულა, 7 პასი; გეგი ბაქრაძე ქ; ლეჟავა 15ქ; ლონდარიძე 10ქ, 8მ; ზაქრაძე 2მ; ათუაშვილი 7ქ; გოგოძე 15ქ; ჭოჭუა, ლომოური 11ქ, 3მ; დვალიშვილი 12ქ, 11მ; ბულიავა 6ქ, 3მ