გალერეა
fiba.comსაქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე
იასპარეზებს. პლანეტის პირველობას 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩინეთის ქალაქი ჩენგდუ
უმასპინძლებს და ტურნირში მსოფლიოს 20 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
მსოფლიოს ჩემპიონატს
საკვალიფიკაციო ეტაპი არ აქვს. ტურნირისთვის გუნდები მსოფლიო რეიტინგის მიხედვით ირჩევა
და ამ მხრივ საქართველო საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას. მსოფლიო რეიტინგში ჩვენი გუნდი
მე-17 ადგილზეა და შესაბამისად, მუნდიალზე ადგილიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს
18-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მესამედ მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატზე და ყველაზე
მაღლი შედეგი შარშან აჩვენა, როცა პლანეტის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა.
2017 წლის მსოფლიო
პირველობაზე მონაწილე 20 ნაკრები 4 ჯგუფშია გადანაწილებული. თითოეული, 5-გუნდიანი ჯგუფიდან
მერვედფინალში 2-2 საუკეთესო გადის. საქართველოს ჯგუფში მოხვდნენ: უკრაინა, ახალი ზელანდია,
ბაჰრეინი და ყატარი. ყველაზე მაღლი რეიტინგი უკრაინელებს აქვთ: ჰოლანდიის შემდეგ სლავები
ტურნირზე მეორე ნომრად არიან განთესილნი.
ჩინეთში, მსოფლიოს
ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 4 კალათბურთელი დაიცავს: ოთარ პერტაია (აკადემია), ვახტანგ გაფრინდაშვილი (არმია), ლადო ალავიძე (ზაზა)
და ზურაბ ჟღენტი (ქუთაისი).
საქართველოს ნაკრები
ჩინეთში 27 ივნისს გაემგზავრება.