სამუშაო შეხვედრა კომპანია „Genius sports”-ის წარმომადგენლებთან

სამუშაო შეხვედრა კომპანია „Genius sports”-ის წარმომადგენლებთან

კალათბურთის ეროვნულ ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე სპორტულ კომპანია „Genius sports”-ის ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც განიხილეს სამომავლო შესაძლო პარტნიორების დეტალები. „Genius sports”-ი ბრიტანული კომპანიაა, რომელიც როგორც სხვა სათამაშო სახეობებს, ისე კალათბურთსაც ემსახურება სტატისტიკისა და სხვადასხვა პროგრამული კუთხით. 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე „Genius sports”-ი ფიბა-ს ოფიციალური პარტნიორია და მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს წევრებიც შესაბამისად სტატისტიკის განახლებულ, კომპანია „Genius sports“-ის შემუშავებულ უნიკალურ და კომფორტულ პროგრამაზე გადადის. „Genius sports”-ი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 150 საკალათბურთო ლიგას ემსახურება და ეს რიცხვი სეზონიდან სეზონამდე იზრდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ „Genius sports”-ის გენერალური მენეჯერი აგნიუს პაპალაუსკასი და კომპანიის სპორტული პარტნიორობის მენეჯერი, არტიომ სკორიკი. „Genius sports”-ის შემოთავაზებები და კალათბურთის ფედერაციის მოთხოვნები შეჯერდება, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.