ბათუმში დასრულდა სუპერლიგის მეორე წრის მესამე ტურის
მორიგი შეხვედრა, სადაც ადგილობრივმა რსუ-ბათუმმა თსსუ-ს უმააპინძლა და 71:78 მარცხი
განიცადა. შეხვედრის პირველი ნახევარი ,,მედიკოსთა“
უპირატესობით წარიმართა, რომლებიც ტაიმის ბოლოს 42:34 დაწინაურდნენ.
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა არც მესამე პერიოდში
დაუთმო მეტოქეს და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა – 66:52. ,,ზღვისპირელებმა“ დასკვნით მეოთხედში გაიბრძოლეს,
რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.
თსსუ-ს 23 ქულით გიორგი პირველაშვილმა ულიდერა, ხოლო
,,ბათუმის“ შემადგენლობაში საუკეთესო 25 ქულით ირაკლი მიქელაძე იყო. ორმაგი დუბლი შეასრულეს
ლაშა კეშელავამ და გიორგი რევაზაშვილმა. კეშელავას ანგარიშზე 14 ქულა და 12 მოხსნააა,
ხოლო რევაზაშვილმა 12 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა.
შეგახსენებთ,
რომ დღეს სუპერლიგის მეორე წრის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. ,,ქუთაისი“ საკუთარ მოედანზე
,,არმია“ უმასპინძლებს.
სუპერლიგა
მეორე წრის მესამე ტური
რუსთავი – სტუ 67:54 (მატჩის მიმოხილვა)