საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 10 ნოემბერს დაიწყება. ეს გახლავთ რიგით 28-ე პირველობა, რომელსაც 2008 წლიდან სუპერლიგა ეწოდება.
სუპერლიგის მონაწილეთა რაოდენობა სხვადასხვა წლებში იცვლებოდა, ამ სეზონში კი მასში 10 გუნდი იასპარეზებს – დინამო, ოლიმპი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, მგზავრები, კაკტუსი, დელტა, შსს აკადემია-ტიტები და თსუ -ჰიუნდაი.
სუპერლიგის 2018-2019 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატი გუნდების უმრავლესობასთან შეთანხმებით 2 წრედ ჩატარდება.
პლეიოფში მონაწილეობას რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი მიიღებს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. მე-9 ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგის მეორეადგილოსანთან სუპერლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო სერიას გამართავს 3 მოგებამდე.
რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს და მის ადგილს “ა” ლიგის გამარჯვებული დაიკავებს.
სუპერლიგას 2 დებიუტანტი ჰყავს. “თსუ-ჰიუნდაიმ” “ა” ლიგის მოგებით მოიპოვა უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება, ხოლო “ტიტებმა”, რომელმაც “ა” ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, საკვალიფიკაციო რაუნდში სუპერლიგის “სოხუმს” აჯობა.
იხილეთ სრული კალენდარი ➡ http://superleague.ge/league/superleague/schedule