საკალათბურთო აკადემიაში დუდუ დადიანის მემორიალი მიმდინარეობს

საკალათბურთო აკადემიაში დუდუ დადიანის მემორიალი მიმდინარეობს

      2012 წლის
დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღე შსს  სტუ-ს
მატჩით დაიწყო. თამაში შსს-ს კალათბურთელების უპირატესობით დაიწყო და მათივე გამარჯვებით
95:61 დასრულდა.

    ,,ძალოვნებს“
25 ქულით ახალწვეულმა  ლეგიონერმა  დეონტა
ვონმა ულიდერა. აღსანიშნავია, რომ  შსს-ს შემადგენლობაში
ითამაშა ეროვნული ნაკრების წევრმა  ბესიკ ლეჟავამ,
რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო 2013 წლის იანვრამდე  უფლება არ ჰქონდა  მონაწილეობა მიეღო სუპერლიგასა და
სხვადასხვა ღონისძიებებში. კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში  კლუბის მიერ შემოტანილი თხოვნის
წერილი ლეჟავას დისკვალიფიკაციის ვადის შემცირების თაობაზე ფედერაციამ
დააკმაყოფილა და შესაბამისად ეროვნული ნაკრების კალათბურთელს  დისკვალიფიკაცია ვადაზე ადრე მოეხსნა. 

რაც შეეხება ,,სტუდენტებს”, ყველაზე მეტი,  15 ქულა, გიგა კვეტენაძემ მოაგროვა.

13:00 საათზე დაიწყება რუსთავი:თსუ-ს დაპირისპირება, რომელსაც
კვლავაც საკალათბურთო აკადემია უმასპინძლებს.