სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ ბუბა კვიმსაძეს სანქცია დააკისრა

სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ ბუბა კვიმსაძეს სანქცია დააკისრა

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა
კომისიამ იმსჯელა 17 მაისს „სოხუმი“ – „ქუთაისის“ შორის მატჩში მომხდარი ინციდენტის
შესახებ და თამაშიდან მსაჯის შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიცირებულ ქუთაისელ ბუბა კვიმსაძეს
სასჯელი გამოუტანა. რადგან კვიმსაძის მხრიდან მიმდინარე სეზონში ეს მეორე ანალოგიური
შემთხვევაა, სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ მას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა
და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.