თბილისის სპორტის სასახლეში 2014 წლის 9 მაისს სუპერლიგის პლეიოფის მატჩის („დინამო“-„ბათუმი“)
დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ დღეს სადისციპლინო -ტექნიკურმა კომისიამ კალათბურთის
ეროვნულ ფედერაციაში იმსჯელა და დაადგინა:
–
სუპერლიგის დებულების 21.22 მუხლის თანახმად „ბათუმის“ მოთამაშე N35 ჯეიმი ჯექსონი
საკუთარი გუნდის წევრის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიცირებულია 5 (ხუთი) თამაშით
და მას დაეკისრა ფულადი ჯარიმა 500 (ხუთასი)
ლარის ოდენობით.
სადისციპლინო
-ტექნიკურმა კომისიამ ასევე იმსჯელა 2014 წლის
10 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის პლეიოფის “არმია”-“ქუთაისის” მატჩზე მომხდარი ინციდენტის
შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
–
სუპერლიგის დებულების 21. 1.1. მუხლის შესაბამისად „ქუთაისის გუნდის მოთამაშე N4
ზაურ ფაშაევი დისკვალიფიცირებულია 2 (ორი)
თამაშით და მას დაეკისრა ფულადი ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.