სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

სუპერლიგის მე-5 ტურში თსუ-სა და არმიას გუნდებს შორის
მომხადარი ინციდენტის შესახებ დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო 
კომიტეტმა იმსჯელა. 

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით  თსუ-ს მოთამაშე ბექა ჩიკვილაძე დისკავალიფიცირებულია
4 თამაშით და განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 200 დოლარის ექვივალენტი ლარებში, ხოლო ,,არმიის“
მოთამაშე  ჯერემი რიჩრადსონი დისკვალიფიცირებულია
2 თამაშით და განსაზღვრა ფულადი ჯარიმა 200 დოლარის ექვივალენტი ლარებში.  

 შეგახსენებთ,
რომ თსუ-სა და ,,არმიას” მატჩის  მეორე პერიოდის დასრულებამდე 3,5 წამით ადრე ,,არმიის“
მოთამაშემ ჯერემი რიჩარდსონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თსუ-ს მოთამაშეს ვახტანგ
ჩქარეულს, რომელსაც თავისი თანაგუნდელი ბექა ჩიკვილაძე გამოესარჩლა. აღნიშნული ინციდენტის
გამო  ჩიკვილაძე და რიჩარდსონი დისკვალიფიცირებულნი
იქნენ მატჩიდან.