სტატისტიკა
გალერეამესამე წრის პირველი ტური დასრულდა. 1 შეხვედრა, რომელიც
„აკადემიასა“ და „ოლიმპს“ შორის უნდა გამართულიყო, 9 თებერვლისთვის გადაიდო, ხოლო დღის
ბოლო მატჩში „რუსთავმა“ დაძაბულ ბრძოლაში 81:75 დაამარცხა.
სოხუმელები წინ არ გასულან. მატჩში სამჯერ დაფიქსირდა
ფრე (2:2, 36:36, 69:69), ხოლო რუსთაველთა ყველაზე დიდი ლიდერობა მე-13 წუთისთვის დაფიქსირდა
– 27:17. დანარჩენი დრო სოხუმი კუდში მისდევდა ქვემოქართლელებს და თამაშის მოგების
შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა.
ზემოთ ხსენებულ თანაბარი ანგარიშის (69:69) შემდეგ,
რომელიც მატჩის დასრულებამდე 3,30 წუთით ადრე დაფიქსირდა, რუსთაველებმა ტემპთან ერთად
სიზუსტეს უმატეს და მიხეილ ჭოჭუას, დევიდ კაილსისა და ნიკოლა გაჩეშას შედეგიანობით
თამაშის დამთავრებამდე 1:20 წუთით ადრე 77:71 დაწინაურდნენ. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.
რუსთაველებმა, რომლებმაც მიმდინარე სეზონის ორივე აქამდელი შეხვედრა წააგეს „სოხუმთან“,
მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს.
„რუსთავის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა
რევაზ ჩაჩანიძეს, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო და მთლიანობაში 20 ქულა მოაგროვა. სოლიდური
იყო ფარქვეშ ამერიკელი ცენტრი კაილ ტურპინი, რომელმაც მიხეილ ჭოჭუას მსგავსად 16 ქულა
მოაგროვა. 14 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა შეხვედრა სერბმა ნიკოლა გაჩეშამ, ხოლო სოხუმელთაგან
26 ქულით საუკეთესო იყო ფილიპ მილერი.
სუპერლიგის მომდევნო, მე-16 ტური 5 და 6 თებერვალს გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი
(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): „სოხუმთან ამ
სეზონში ორივე მატჩი წაგებული გვქონდა და ეს შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული, რთული გამოვიდა.
ბოლომდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ვინაობა, თუმცა ბოლო მომენტში მეტი მობილიზება
გამოიჩინეს ჩვენმა ბიჭებმა და მეტად საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ, რასაც ჩემს გუნდს
ვულოცავ“.
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „წინასწარ ველოდებოდით და მზად ვიყავით, რომ დაძაბული მატჩი გველოდებოდა. სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, 3-ქულიანების კატასტროფული შეფარდება გვქონდა: 17-დან მხოლოდ 3 ჩავაგდეთ. „რუსთავს“ 40 პროცენტიანი ეფექტურობა ქონდა, რაც 27-დან 11-ის ჩაგდება იყო. მხოლოდ იღბალის იმედად ვიყავით, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს მხარეს არ აღმოჩნდა.“