რუსთავმა ისევ ოვერტაიმში იმარვა: ამჯერად, ოლიმპთან

რუსთავმა ისევ ოვერტაიმში იმარვა: ამჯერად, ოლიმპთან

 სტატისტიკა
 გალერეა სუპერლიგის ტური შუა კვირაში იმართება. დღეს, თბილისის
ახალი სპორტის სასახლე მე-9 ტურის ოთხივე მატჩს უმასპინძლებს, რომელთაგან პირველი უკვე
დასრულდა. „ოლიმპმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა და გამარჯვებული ძირითდმა დრომ ვერ გამოავლინა.
მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა და შეხვედრა რუსთაველთა გამარჯვებით – 74:68 დასრულდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯერ
რუსთაველებმა იძალეს, რომლებმაც პირველი პერიოდი 17:15 მოიგეს, თუმცა მეორე მეოთხედის
შუაწელში 10 ქულით დაწინაურდნენ – 27:17. „ოლიმპმა“ დაცვა გაამაგრა და ამის ხარჯზე
თამაში შეტევაშიც წაუვიდა. დიდ შესვენებამდე თბილისელებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს,
ხოლო მესამე პერიოდში მეტოქეს 18:7 სძლიეს და გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს.

ბოლო პერიოდის წინ „ოლიმპი“ 6 ქულით იგებდა და ახლა
რუსთაველებს მოუხდათ დაცვაში ჩადგომა. ამას მოჰყვა ოლიმპელთა მიჯრით გაცუდებული შეტევები,
რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ძირითადად პერიმეტრიდან მითვლილი ქულებით დაწინაურება
მოახერხეს – რეზო ჩაჩანიძის და გიგი გოგობერიშვილის სამქულიანებმა „რუსთავს“ ლიდერობა
მოუტანეს.

ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წამით ადრე „ოლიმპი“
58:61 ჩმორჩბოდა, თუმცა ირაკლი მიქელაძემ მოახერხა გამთნაბრებელი სამქულიანის ჩაგდება
და თმაში ოვერტაიმში გადავიდა 61:61. ოვერტაიმში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა
ტონი სპანოლომ, გოგობერიშვილმა და სერგო ათუაშვილმა ოლიმპელთ ჯარიმები ქულებად აქციეს,
„ოლიმპს“ კი სამიზნე გაუმრუდდა და გამარჯვება რუსთაველებს დარჩათ.

18 ქულით რუსთაველთაგან ბომბარდირი ჩაჩანიძე გახდა.
15 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა სერგო ათუაშვილმა. გიგი გოგობერიშვილმა გამარჯვებულებს
14 ქულა შესძინა, ხოლო ტონი სპანოლომ სეზონის მე-5 ორმაგი დუბლი მიითვალა – 10 ქულა,
12 მოხსნა. „ოლიმპში“ 19 ქულით ბომბარდირი გახდა ირაკლი მიქელაძე, თრე ბურნეთმა კი
14 ქულასთან ერთად 13 მოხსნაც მიითვალა.

 მატჩისშემდგომი კომენტარები

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):

„ზედიზედ მეორედ, ოვერტაიმი ვითამაშეთ. წინა შეხვედრაში
ბოლო წამებზე გავათნაბრეთ, ახლა კი გაგვითანაბრეს. კარგია, რომ ორივე შემთხვევაში გამარჯვება
ჩვენ დაგვრჩა. დასახვეწი გვაქვს არაერთო კომპონენტი და მუშაობას ვაგრძელებთ. რაც შეეხება
მსაჯობას, ცუდი არ ყოფილა. კალათბურთია და არის საკამათო მომენტები, თუმცა მათზე ყურადღების
გამახვილება არ ღირს“.
ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):
„ვფიქრობ, რომ ცუდი მწვრთნელი ვარ, რომელსაც ძალიან კარგი გუნდი ყავს. წაგებას მთლიანად ჩემ თავზე ვიღებ.“