სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის
მე-20 ტური 3 დღეზეა გადანაწილებული. დღეს 1 მატჩი იყო დაგეგმილი, რომელსაც თბილისის
სპორტის ახალმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს ცხრილის ბოლო 2 ადგილზე მყოფი გუნდები
– „აკადემია“ და „რუსთავი“ შეხვდნენ.
მატჩის
შედეგს ორივე გუნდისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აკადემიელები სუპერლიგაი
დასარჩენად იბრძვიან, „რუსთავს“ კი, რომელიც, მართალია, ბოლოსწინა ადგილზეა, ოთხეულში
და შესაბამისად პლეი ოფში შესვლა სურს და დღევანდელი გამარჯვებით მიზნისკენ მორიგი
ნაბიჯი გადადგა.
მატჩის
პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, თუმცა პერიოდის მიწურულს რუსთაველებმა
უპირატესობის მოპოვება შეძლეს და პირველ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ
– 23:19. მეორე პერიოდიდან ქვემოქართლელთა უპირატესობა უფრო დამაჯერებელი გახდა და
თამაშის სცენარი არც შეცვლილა. „აკადემია“ ბოლო წუთებამდე ცდილობდა ვითარების შეცვლას,
რაც არ გამოუვიდა და საბოლოდ 23-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 87:64 რუსთაველთა სასარგებლოდ.
გამარჯვებულთა
შორის 24 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლა გაჩეშა. 21 ქულა მიითვალა რევაზ
ჩაჩანიძემ, ხოლო კაილ ტურპინის ანგარიშზე 12 ქულა და 22 მოხსნა დაგროვდა. „აკადემიაში“
20 ქულით ბომბარდირი ჯეი-არ სთროუბრიჯი გახდა, კრის ფელჩერმა კი ორმაგი დუბლი – 13
ქულა დას 12 მოხსნა მიითვალა
მატჩისშემდგომი კომენტარები
გია
კაზანჯიანი (აკადემიას მწვრთნელი): როცა მეტოქე 20-ით მეტ ბურთს
მოხსნის, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. შეტევაში რუსთაველებმა ჩვენზე 2-ჯერ მეტჯერ
მოხსნეს ბურთი, რაც ძალიან ცუდი შედეგია და გასაკვირი არცაა, რომ დავმარცხდით. ჩვენი
მიზანია, მე-7 ადგილის დაკავება და სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება.
ბადრი კიკვიძე („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): კარგი თამაში გამოვიდა, პირველ ორ ნახევარში ასე თუ ისე ნორმალური დაცვა ვითამაშეთ ფაქტიურად მესამე მეოთხედის ბოლო 3 წუთზე გადაწყდა მატჩის ბედი. როდესაც 12-13 ქულით გადავასწარით მოწინააღმდეგეს.