მეოთხედფინალური სერიის პირველი შეხვედრა „რუსთავსა“
და „ქუთაისს“ შორის, რომელიც რუსთავის სპორტსკოლის დარბაზში მიმდინარეობდა, უშუქობის
გამო შეწყდა და აღარ გაგრძელდა.
გუნდების ურთიერთშეთანხმებისა და მასზე სუპერლიგისა
და მსაჯთა კავშირის თანხმობის შემდეგ აღნიშნული მატჩის გაუქმება და სერიაში შემდეგი
კალენდრის დადგენა გადაწყდა:
„რუსთავისა“ და
„ქუთაისის“ მეოთხედფინალური სერიის მატჩები გაიმართება:
I თამაში 26 აპრილი ქუთაისი – რუსთავი 18::00 (ქუთაისი)
I I თამაში
28 აპრილი
რუსთავი – ქუთაისი 18:00 (რუსთავი)
I I I თამაში ? –
აპრილი რუსთავი – ქუთაისი
რაც შეეხება დღეს დაწყებულ და ჩაშლილ მატჩს, იგი პირველი
მეოთხედის მე-8 წუთამდე გაგრძელდა. როცა მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე
3,27 წუთი რჩებოდა და ანგარიში 13:14 იყო ქუთაისელთა სასარგებლოდ, დარბაზში შუქი გამოირთო
და თამაში შეწყდა. მასპინძელი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, მოხდა დაზიანება,
რომლის გამოსწორებასაც შესაბამისი სამსახური ცდილობდა, თუმცა დებულებით გათვალისწინებულ
დროში გასვლის შემდეგ კომისარმა და მსაჯებმა მატჩი საბოლოოდ შეწყვიტეს.
რუსთაველთა კლუბის დირექტორმა, ამირან ხაჩიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ერთ-ერთ უბანზე მოხდა ავარია, მწყობრიდან გამოვიდა კაბელები. მიმდინარეობდა დაჩქარებული
სარემონტო საშუალებები, რომლის განმავლობაშიც ელექტროენერგიის მოწოდება 4-ჯერ აღდგა,
მაგრამ ხელახალი ავარიის შემდეგ კომპანია „ენერგო-პროდან“ გვაცნობეს, რომ უახლოეს ხანებში
შუქი აღარ მოვიდოდა“.
ასეთ შემთხვევაში, სუპერლიგის დებულება მატჩის მომდევნო
დღეს ჩატარებას გულისხმობს, თუმცა კლუბები შეთანხმდნენ, რომ სერიის პირველ მატჩს ზეგ,
26 აპრილს, ქუთაისში გამართავენ, მეორე შეხვედრას კი 28 აპრილს რუსთავი უმასპინძლებს. იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყო მატჩის ჩატარება, მასპინძელი გუნდის მიმართ გატარება დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.