რუსთავი ბათუმელებს პირველ ტაიმში გაუძალიანდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავი ბათუმელებს პირველ ტაიმში გაუძალიანდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა

სუპერლიგის მეორე წრის მე-6 ტური დღეს რუსთავში დაიწყო.
ქვემოქართლელებმა “ბათუმს” უმასპინძლეს და შეხვედრა 85:62 დათმეს. მეტნაკლებად
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ „ზღვისპირელებმა“ დიდებული მესამე მეოთხედი ჩაატარეს,
რისი დასრულების შემდეგ მატჩის ბედი გადაწყიტეს.

რუსთაველებმა 2 ტურის წინ შინ “ქუთაისი” დაამარცხეს
და ცხადია, ბათუმელებთანაც მოგება სურდათ. პირველი მეოთხედის 11:22 წაგების შემდეგ
მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს და 5-წუთიანი მონაკვეთის 14:2 მოგების შემდეგ 25:24
დაწინაურდნენ, რითაც ბათუმელებს დაანახვეს, რომ მოსაგებად იყვნენ განწყობილნი.

სტუმრებმა ვითარების გამოსწორება დაცვის გამაგრებით
დაიწყეს, რაც გამოუვიდათ კიდეც. პირველი ტაიმის დასრულებამდე ბათუმელებმა ამერიკელი
და კანადელი ლეგიონერების ძალისხმევით მოახერხეს რუსთაველი შემტევების გაჩერება, ხოლო
თავად შეტევისკენ გზა გაეხსნათ.

პირველი ტაიმის დასრულებამდე აჭარულმა გუნდმა უპირატესობა
7 ქულამდე გაზარდა, დიდი შესვენების შემდეგ კი სტუმრებმა გაილაღეს. პერიოდი 33:10 მოიგეს,
30 ქულით დაწინაურდნენ და ბოლო პერიოდს ინტრიგა დაუკარგეს. “ბათუმმა” საბოლოოდ
85:62 მოიგო და ჩემპიონატში გამარჯვებათა რიცხვი 8-მდე გაზარდა.

ბათუმელებს 18 ქულა-11 მოხსნით ჯერემი სეფოლდმა ულიდერა.
19 ქულით ბომბარდირი ჯუნიორ ქედუგინი გახდა, ლაშა კეშელავამ კი 4 სამქულიანი ჩააგდო
და შეხვედრა 12 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. მასპინძელთაგან 21 ქულით საუკეთესო რეზო
ჩაჩანიძე იყო, გიორგი ყველაშვილს კი ორმაგ ქუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 9 ქულა და 11
მოხსნა მიითვალა.

სუპერლიგის მიმდინარე ტური ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში
გასამართი 3 მატჩით დასრულდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

 

მიხეილ კობეშავიძე,
“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი:

ანგარიში რეალურად არ ასახავს გუნდების ძალთა თანაბარდობას.
“რუსთავი” არაა ისეთი გუნდი, რომ შინ ასე იოლად დამაცხდეს, მაგრამ დღეს ასე
მოხდა, მასპინძლებს თამაში ჩაუვარდათ, ჩვენ კი პირიქით, კარგად ვითამაშეთ. რამდენიმე
წაგების შემდეგ როგორც იქნა გავიმარჯვეთ, გუნდში ჯერაც მიმდინარეობს ლეგიონერთა შეთამაშების
პროცესი და ამ მხრივ გარკვეულ წარმატებებს ვაღწევთ.

ოთარ ხმელიძე,
“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:

“ჩვენ არ გვყავს ისეთი ძლიერი მოთამაშეები, როგორც
“ბათუმს”. მიუხედავად ამისა, წარმატების მიღწევა შეიძლებოდა, მაგრამ მეორე
მესამე მეოთხედში თამაში ჩაგვივარდა, ვერც გარედან ჩავაგდეთ და ვერც ფარქვეშ შევძელით
მეტოქის შეჩერება. ჩვენი გუნდი მეორე წრეში უკეთ თამაშობს, თუმცა სერგო ათუაშვილის
გამოკლების შემდეგ რეალურ წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია.