სტატისტიკა გალერეაგუშინ ბათუმსა და ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის
21-ე ტური დღეს თბილისში გაგრძელდა. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი
უკვე დასრულდა. ცხრილში მესამე ადგილზე მყოფმა რუსთავმა“ საკმაოდ იოლად დაამარცხა
„კაკტუსი“ თავად ხომ ოთხეულის ადგილი გაინაღდა, თბილისური გუნდი აუტსაიდერებს მიაახლოვა.
„კაკტუსს“ 21 ტურის შემდეგ 13 წაგება დაუგროვდა და მხოლოდ
1 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ „ბათუმს“. დიდი მცდელობის მიუხედავად, დღევანდელ
შეხვედრაში კაკტუსელებმა ვერაფერი გააწყეს: „რუსთავის“ კალათბურთელებმა თავიდანვე
შედეგიანი თამაში აჩვენეს, როცა პირველი პერიოდი 24:12, ხოლო მეორე – 19:27 მოიგეს
და დიდ შესვენებაზე 20-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
ვითარების გამოსასწორებლად „კაკტუსს“ საკმარისი დრო
– მთელი მეორე ნახევარი ჰქონდა, მაგრამ რუსთაველებმა მესამე პერიოდიც ძლიერად ჩაატარეს
და ლიდერობას 1 ქულა წაუმატეს. ბოლო 10-წუთეულში 21 ქულის გაბათილება საგმირო საქმე
გახლავთ, რაც „კაკტუსის“ მოთამაშეებმა ვერ შეძლეს და რუსთაველებმა მორიგი გამარჯვება
მიითვალეს – 89:75.
18 ქულით ქვემოქართლელებს ტონი სპანოლომ ულიდერა, მეორე
ამერიკელმა – მორის ბრიგსმა კი 17 ქულა ჩააგდო. 17 ქულა დაგროვდა სერგო ათუაშვილის
ანგარიშზეც. „კაკტუსში“ 13 ქულა და 10 მოხსნა ორმა მოთამაშემ – ტერიკ ბრიჯმენმა და
ჯონ ფლორვეუსმა მიითვალეს.
21-ე ტურის ბოლო მატჩში „სოხუმი“ და „მგზავრები“ დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოივიპოვეთ საკმაოდ ძლიერ
გუნდთან. მიუხედავად იმისა, რომ „კაკტუსი“ მთელი თამაში მდევრის როლში იყო, ბოლომდე
არ ნებდებოდა და რომ არა ბოლო პერიოდში ჩვენი ბიჭების მიერ გამოჩენილი მობილიზება,
არავინ იცის, მატჩი რა შედეგით დასრულდებოდა. „კაკტუსმა“ წინა მატჩი რუსთავში დიდი
ანგარიშით მოგვიგო და აქედან გამომდინარე ეს იოლი გამარჯვება არ ყოფილა. ბიჭებმა მაქსიმუმი
გაიღეს და გამარჯვებას გულით ვულოცავ ჩვენს გუნდს. მორიგ ტურში რთული მატჩი გველის
და მზადებას ხვალიდანვე შევუდგებით.
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
რა თქმა უნდა ცუდად დავიწყეთ. ეტყობა გუნდს ჩავარდნა, ალბათ ყველა გუნდი გადის ამ პერიოდს. არასოდეს ვსაუბრობ ამაზე, მაგრამ დღეს მინდა ეს აღვნიშნო – მსაჯებიც სხვანაირად გვეპყრობოდნენ. იმედი მაქვს მომავალ მატჩებში თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ და მსაჯებიც უკეთესად მოგვეპყრობიან