jrnbaleague.ge დასასრულს უახლოვდება Junior NBA-GBF ლიგის რეგულარული
ჩემპიონატი. 6 დივიზიონიდან 4-ში თმაშები დასრულდა, ხოლო 2-ში დასკვნითი ტურები იმართება.
სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონს თელავი მასპინძლობს, სადაც ლიდერი „ნიუ ორლეან პელიკანსის“
სახელით მოასპარეზე თბილისის „ორბი“ გახლავთ.
„პელიკანს-ორბმა“ 5-დან 5 შეხვედრა მოიგო და დარჩენილ
3 შეხვედრაშიც თუ წარმატებით ითამაშებს, პირველ ადგილზე გავა და პლეი ოფში ფინალისკენ
მიმავალ შედარებით იოლ გზას დაადგება. 6 მატჩიდან 5 მოიგო თელავის პირველმა გუნდმა,
რომელიც ტურნირში „ჰიუსტონ როკეტსია“.
აუტსაიდერია ლაგოდეხის „დალას მავერიკსი“, რომელმაც
ექვსივე შეხვედრა წააგო, ხოლო მესამე ადგილიდან პლეი ოფში გასასვლელად თელავის მეორე
გუნდი „მემფისი“ და დედოფლისწყაროს „სან ანტონიო“ იბრძვიან.
გორისა და კასპის გაერთიანებულ, ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონში
გორელები ლიდერობენ. ამ ქალაქის გუნდს 3 გუნდი გამოჰყავს, რომელთაგან 6-დან 6 გამარჯვებით
პირველი გუნდი – „იუტა ჯაზი“ ლიდერობს. 4 მატჩიდან ხაშურის „პორტლენდმა“ 3 მოიგო და
ჯერჯერობით მეორე ადგილზეა, რის შემდეგაც 3-3 მოგებ-წაგებით „გორი 3“, იგივე „ოკლაჰომა
თანდერი“ მოდის. მოგება არ აქვს გორის მესამე გუნდ „მინესოტას“, ხოლო კასპის „დენვერმა“
4-დან მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო.
აღნიშნულ დივიზიონში
დასკვნითი თმაშები 22 და 23 ივნისს გაიმართება.