“ქუთაისისა” და “დინამოს” დაპირისპირება იმერული კლუბის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. გასული სეზონის ფინალისტების დღევანდელი შეხვედრა ვიცე-ჩემპიონმა ქუთაისელებმა 79:68 მოიგეს. დინამოელებმა პირველი ტურის მატჩი”ტიტებთან” დიდი სხვაობით წააგეს და დღევანდელი მარცხის შემდეგ ცხრილის ფსკერზე დაილექნენ.
მოქმედი ვიცე-ჩემპიონი “ქუთაისი” კი ცხრილში გალიდერა. იმერლებმა წინა ტურში შინ “თსუ-ჰიუნდაი” დაამარცხეს და დღევანდელი მოგებით პირველ ადგილზე დამკვიდრდნენ. თამაშის სასურველი შედეგით დასრულება ქუთაისელებს არ გასჭირვებიათ. პირველივე წუთებზე რომ მოიპოვეს უპირატესობა, იმერლები ლიდერობას თამაშის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. ერთადერთი, შეხვედრის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე შემცირდა სხვაობა 6 ქულამდე, ისე კი სტუმართა ლიდერობა უმეტესად ორნიშნა ციფრით გამოიხატებოდა, ხანგამოშვებით კი თითქმის 20-ამდეც აღწევდა..
გამარჯვებულ ქუთაისელებს ამერიკელმა ლეგიონერმა – დეჟან რაითმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა მიითვალა. 13 ქულა დააგროვა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო ჯონათან ლიმ და ტერენს ტომპსონმა თავი 11-11 ქულას მოუყარეს. ტომპსონმა 12 მოხსნაც მიითვალა და მატჩის ერთადერთი მოთამაშე გახდა ორმაგი დუბლით. “დინამოში” 20 ქულით მიხეილ ჭოჭუა გამოირჩა, 15 ქულა კი ჯორდან სვოპშირის ანგარიშზეა.
დინამო – ქუთაისი
სტატისტიკა: 68:79