ქუთაისმა თსსუ-ს ბოლო წამს მოუგო

ქუთაისმა თსსუ-ს ბოლო წამს მოუგო

საკალათბურთო სუპერლიგის მე-8 ტურის პირველი შეხვედრა,
რომელიც დღეს ქუთაისში გაიმართა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ადგილობრივმა
,,ქუთაისმა” შინ თსსუ მიიღო და მეტოქე 2 ქულის სხვაობით, 86:84 დაამარცხა.

თავდაპირველად
მატჩი ,,მედიკოსთა” უპირატესობით წარიმართა, საინტერესოა რომ მთელი შეხვედრის მანძილზე
თსსუ ამარცხებდ მასპინძლებს, მაგრამ ბოლო დასკვნით მეოთხედში ქუთაისელთა შემტევი და
აქტიური თამაშის წყალობით სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და მატჩმაც სულ სხვაგვარი სახე
მიიღო. გადამწყვეტ მომენტში კი როდესაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია ქუთაისელებმა შეძლეს
მობილიზება და ძალიან დაძაბული მატჩის მოგება. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით
ადრე გუნდებს შორის ფრე, 84:84 დაფიქსირდა, მასპინძლებმა ,,მედიკოსებს” შეტევა დაუბლოკეს
და ბურთიც იმერლებს დარჩათ: რიჩარდ მათიაშვილმა პასი თეიმაურაზ ბაბუნაშვილს გადასცა,
რომელმაც გამარჯვების ბურთი 3 წამით ადრე სირენის თანხლებით ჩააგდო. 

,,ქუთაისს” 29 ქულით ზემოთ ხსენებულმა რიჩარდ მათიაშვილმა
ულიდერა, ხოლო სამედიცინოს შემადგენლობაში ბექა 
ჩიკვილაძე გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა.