ქუთაისმა პირველი გამარჯვება სოხუმთან მოიპოვა

ქუთაისმა პირველი გამარჯვება სოხუმთან მოიპოვა

 სტატისტიკა საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტური დღეს, ერთი მატჩით
ქუთაისში დაიწყო, სადაც სათამაშოდ „სოხუმი“ ჩავიდა. მოქმედმა ჩემპიონმა გასული სეზონის
ნახევარფინალისტს უმასპინძლა და ანგარიშით 103:91 დაამარცხა.

სოხუმელებმა პირველ ტურში „რუსთავთან“ წააგეს, ხოლო
„ქუთაისმა“ სუპერლიგის დებიუტანტ „კაკტუსთან“ შეხვედრა 3 ქულით დათმო. შესაბამისად,
ორივე გუნდი პირველი მოგების მოლოდინში იყო და საბოლოოდ მასპინძლებს გაუმართლათ.

„სოხუმმა““ რამდენიმე დღის წინ ამერიკელი გამთამაშებელი,
ფილიპ მილერი დაიმატა, რომელმაც ვაჟა კვარაცხელიას გუნდს სისწრაფე შემატა, რისი წყალობითაც
დღევანდელი მატჩის პირველი მეოთხედი სტუმრებმა 27:25 მოიგეს. მეორე პერიოდში ქუთაისელებმა
თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ
– 49:42.

ამის შემდეგ მასპინძლებმა თამაში დააბალანსეს და მეტოქეს
გარდატეხის მოხდენის საშუალება აღარ მისცეს. მესამე პერიოდი 26:25 დასრულდა და ქუთაისელები
გადამწყვეტ მეოთხედს 8-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, სოხუმელებმა
ვითარების შეცვლა ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა მასპინძელთა 12-ქულიანი გამარჯვებით
დასრულდა.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილ „ქუთაისს“ 25 ქულით გიორგი ბარბაქაძემ
ულიდერა. 19 ქულა და 10 პასი გიორგი ცინცაძემ დააგროვა, ხოლო ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე
18 ქულა დაგროვდა.“სოხუმში“ 17 ქულით გიორგი ჯგერენაია გამოირჩა, 14-14 ქულა მერაბ
ბოქოლიშვილმა და დავით ბარბაქაძემ მიითვალეს.

სუპერლიგის
მეორე ტურის 2 მატჩი ხვალ, 22 ოქტომბერს – თბილისსა და რუსთავში გაიმართება. „კაკტუსი“
„მგზავრებს“ უმასპინძელბს, ხოლო რუსთავში სათამაშოდ „ოლიმპი“ ჩავა.

მატჩისშემდგომი კომენატრები 

კოტე ტუღუში, (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ახალ სეზონზე პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. სუპერლიგა წაგებით დავიწყეთ და იოლი თამაში არავისთან გველოდება. შემდეგი ტური უკვე რუსთავში გვაქვს. ბევრი უნდა ვიბრძოლლთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

ნუგზარ ჭეიშვილი, (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): პირველი ნახევარი ძალიან კარგად დავიწყეთ, ვითამაშეთ სანამ ძალები გვეყო. ახლა ვკომლექტდებით და შეთამაშება გვაკლია. შარშანდელი ლეგიონერი ფილიპ მილერიც გუშინ დაგვიბრუნდა. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ ტემპს. მართალია დღევანდელი შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ბრძოლაში დავმარცხდით. კარგი მომენტებიც გვქონდა, მაგრამ როგორც აღვნიშნე ძალა აღარ გვეყო.