სტატისტიკა 20 თებერვალს დაწყებული სუპერლიგის მე-18 ტური დღეს
ქუთაისში დასრულდა. „ქუთაისმა“, რომელმაც „ოლიმპი“ გუშინ თასის გათამაშების მეოთხედფინალში
დაამარცხა, დღეს სუპერლიგის ეგიდით შეხვდა და ამჯერადაც იმარჯვა. იმერულმა კლუბმა
„ოლიმპს“ 85:74 სძლია და სუპერლიგაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპელებმა ღირსეულად იბრძოლეს და
ბოლო მეოთხედის წინ ლიდერობდნენ კიდეც. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა
პირველი პერიოდი 25:20 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა 3 ქულამდე შეუმცირდა.
„ოლიმპის“ კალათბურთელებმა მასპინძლებს ტოლი არც მესამე 10-წუთულში დაუდეს და
21:18 მოგებული პერიოდის შემდეგ 6 ქულით გალიდერდნენ – 63:57.
გადამწყვეტ პერიოდში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა „ქუთაისმა“
დაცვა გაამაგრა და გუნდური თამაშის წყალობით გამარჯვების მოპოვება მოახერხა. მასპინძელთაგან
ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 14 ქულით ბომბარდირი აკაკი
ლომოური გადა. 12-12 ქულა სამმა კალათბურთლმა – გიორგი ბარბაქაზემ, ზაურ ფაშაევმა და
გიორგი ცინცაძემ მოახერხა. „ოლიმპს“ 25 ქულით რეო როგავამ ულიდერა, 12-12 ქულა კი გივი
ბაქრაძემ და ტრე ბურნეთმა მიითვალეს.
სუპერლიგის მომდევნო, მე-19 ტური 28 თებერვალსა და
2 მარტს – ბათუმსა და თბილისში გაიმართება.