2012 წლის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში მესამე ადგილი ,,ქუთაისმა” დაიკავა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ,,სოხუმი” 71:64 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ძალიან დაძაბული გამოდგა და გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საწყის პერიოდში სოხუმელები დაწინაურდნენ (17:15), თუმცა მეორე მეოთხედის მიწურულს წინ მასპინძლები გავიდნენ, რომლებმაც ტაიმში 2-ქულიანი სხვაობით, 34:32 იმარჯვეს.მესამე მეოთხედში ქუთაისელებმა საკამოდ დამაჯერებლად იასპარეზეს და სოლიდური სხვაობით, 57:45 დაწინაურდნენ. მოპოვებული უპირატესობა ,,ქუთაისმა” მეოთხე პერიოდშიც შეინარჩუნა, თუმცა მუხედავად ამისა, მატჩის ძირთადი დროის დასრულებამდე 1:03 წუთით ადრე სოხუმის გუნდმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა და 62:69 დააფიქსირა. გადამწყვეტ მომენტში მატჩზე კონცენტრაცია ქუთაისელებმა შეძლეს, რომლებმაც 25 წამით ადრე თავიაანთ სასარგებლოდ 71:62 დააფიქსირეს და მიმდინარე სეზონში მესამე ადგილი დაიკავეს.
ქუთაისელებს 17 ქულით სერბმა ლეგიონერემა დარკო კოჰადარევიჩმა ულიდერა, რომელსაც ერთი ქულით ზაურ ფაშაევი ჩამორჩა, ხოლო ,,სოხუმის” შემადგენლბაში 21 ქულით თავი სერგო ათუაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ერთდერთი მოხსნა დააკლდა. ,,ზღვისპირელთა შემადენლობაში კარგად გაისარჯა გიორგი ჯგერენაიაც, რომელმაც საკუთარ გუნდს 14 ქულა და 9 მოხსნა შესძინა.
მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ,,ქუთაისის” მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა და სოხუმის გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა თეიმურაზ კანკიამ გააკეთეს.
დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი): შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა. მიუხედავადა იმისა, რომ ,,სოხუმი” ლიდერთა გარეშე თამაშობდა (ლაშა ფარღალავას და ლევან ფაცაციას ავადმყოფობის გამო არ უასპარეზიათ), გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. პირველი ტაიმი განსაკუთებით საინტერესო იყო, თუმცა მესამე მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ, რაც მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაგვიშვია. რაც შეეხება ფინალურ სერიას, მას რა თქმა უნდა თვალყურს ვადევნებ და მოხარული ვარ რომ ასეთი საინტერესო და დაძაბული მატჩების მომსწრენი ვართ.
თეიმურაზ კანკია (სოხუმის მწვრთნელის ასისტენტი): ავადმყოფობის გამო ჩვენს გუნდს ლაშა ფარღალავა და ლევან ფაცაცია აკლდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩვენთან არც მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, განსაკუთრებით კი მატჩის პირველ ნახევარში. მესამე მეოთხედში თამაში არ წაგვივიდა და ვერაფერი გავაწყეთ, მეტოქე კი სოლიდური სხვაობით დაწინაურდა. შეხვედრის ბოლოს თამაშის გამოსწორება შევძელით, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვების მოსაპოვებლად ძალა აღარ გეყო.