ქუთაისმა ბათუმს მოუგო და ცხრილში გაუთანაბრდა

ქუთაისმა ბათუმს მოუგო და ცხრილში გაუთანაბრდა

 სტატისტიკაგუშინ თბილისში დაწყებული სუპერლიგის 20-ე ტური დღეს
ბათუმში პრინციპული მატჩით გაგრძელდა. ერთმანეთს რეგიონის გუნდები – ადგილობრივი „ბათუმი“
და „ქუთაისი“ შეხვდნენ. ცოტა ხნის წინ ეს გუნდები ცხრილში 1-2 მეორე ადგილებს იყოფდნენ,
დღევანდელ მატჩს კი „ბათუმი“ „დინამოსთან“ საზიარო ლიდერობით შეხვდა „ქუთაისი“ თავის
მხრივ კი აჭარელებზე ქულით უკან, 4-5 ადგილზე „სოხუმთან“ ერთად იყო. გამარჯვების შემთხვევაში
ქუთაისელები ზღვისპირელებს უთანაბრდებოდნენ, რაც იმერული გუნდისთვის დიდი სტიმული და
მოტივაცია გახლდათ.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. მაყურებლებით სავსე
ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში ჟრიამული არ წყდებოდა. ერთის მხრივ ქუთაისიდან ჩამოსული
გულშემატკივარი იყო აქტიური, ხოლო მეორეს მხრივ ბათუმელები ქომაგობდნენ თავის გუნდს.
შეხვედრა თანაბრად დაიწყო, თუმცა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. პირველი პერიოდის
დასასრულისკენ სტუმრებმა 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 18:12. ამას მასპინძლების
გააქტიურება მოჰყვა და ბათუმელებმა აკაკი დვალიშვილისა და ირაკლი მიქელაძის შედეგიანობით
გაქცევა მოაწყვეს. პირველიდან მეორე მეოთხედში გარდამავალი 4-წუთიანი მონაკვეთი ბათუმელებმა
11:0 მოიგეს და 23:18 დაწინაურდნენ.

ახლა ქუთაისელთა ჯერი დადგა და მეორე პერიოდის დასრულებამდე
4 წუთით ადრე იმერული კლუბი 10 ქულით – 37:27 გალიდერდა. აღნიშნულ მონაკვეთში შედეგიანობით
გოგა ცეკვავა და ივან მიკულიჩი გამორჩნენ. ბათუმელებს აკლდათ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი
ბესო ლეჟავა, რომელმაც წინა მატჩში მსაჯის შეურაცხჰოფის გამო დისკვალიფიცირებული გახლდათ.
მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ლეონიდ სტეპანიშინის, ივან კრივცოვისა და რა თქმა უნდა,
დვალიშვილის შეუპოვრობით ჩამორჩენის აღმოფხვრა და დაწინაურებაც მოახერხეს. მესამე პერიოდის
შუაწელში ზღვისპირელები 49:45 გალიდერდნენ.

ბოლო პერიოდი თანაბარი ანგარიშით დაიწყო, მაგრამ ქუთაისელებმა
გუნდური თამაშის წყალობით მატჩის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე 8-ქულიანი ლიდერობა
მოიპოვეს – 69:61. ბათუმელებმა მწყობრად კი შეუტიეს, თუმცა ბოლო წუთზე სტეპანიშინმა
საკვანძო სამქულიანი ააცილა, რომლის ჩაგდების შემთხვევაშიც მასპინძლები ჩამორჩენას
2 ქულამდე ამცირებდნენ, მაგრამ…

საბოლოოდ „ქუთაისმა“ 73:66 მოიგო და „ბათუმს“ ქულებით
დაეწია. ორივე გუნდს 12 მოგება და 8 მარხცი აქვთ და სანამ „დინამო“ ამ ტურის მატჩს
ხვალ ითამაშებდეს, 1-2 ადგილებს იყოფენ. 21-ე ტური ხვალ თბილისის სპორტის ახალ სასახლეში,
„დინამო“ – „ოლიმპისა“ და „სოხუმი“ – „მგზავრების“ მატჩებით დასრულდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): ურთულესი
მატჩი იყო. ცხრილში გვერდი-გვერდ ვიყავით და გამარჯვება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი
იყო. სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, კარგი ატმოსფერო სუფევდა და მაყურებელმა, რომელიც
დარბაზში ორივე მხრიდან უხვად იყვნენ, ისიამოვნა. მადლობა მინდა ორივე გუნდის გულშემატკივარს
მადლობა ვუთხრა. ჩემპიონატი და ბრძოლა გრძელდება.

დავით უსტიაშვილი 
(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ამისთვის მადლობა
მათ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გვაკლდა, ბოლო მომენტამდე ვინარჩუნებდით
მოგების შანს. დამარცხების მიუხედავად, თამაშით კმაყოფილი ვარ. რომ არა დანაკლისი,
შედეგი დიდი ალბათობით სხვა იქნებოდა.