სტატისტიკასუპერლიგის მე-19 ტური დღეს ბათუმში დაიწყო. ადგილობრივმა
გუნდმა „ქუთაისს“ უმასპინძლა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია. სტუმრებმა შეხვედრა
96:70 მოიგეს.
რეგიონალური დერბი საინტერესო ვერ გამოდგა. ქუთაისელებმა
მატჩის დასაწყისში რომ მოიპოვეს უპირატესობა, თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ.
საწყისი მეოთხედი ქუთათურებმა 23:13 მოიგეს და უპირატესობა არც მეორე პერიოდში არ დაუთმიათ.
დიდი შესვენებისთვის იმერული კლუბი 15 ქულით იგებდა და როცა მესამე 10-წუთეულში ვითარება
არ შეცვლილა, ქუთაისელთა გამარჯვების ამბავი გაცხადდა.
საბოლოოდ იმერულმა კლუბმა 24 ქულით იმარჯვა და სუპერლიგაში
მეორე ადგილი გაიმყარა. გუნდურად მოთამაშე ქუთაისელთაგან 19 ქულით გოგა ცეკვავა, ხოლო
16 ქულით აკაკი ლომოური გამოირჩა. 14 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა.
„ბათუმში“ 15 ქულით ბესო ლეჟავა გამოირჩა, 14 ქულა იგორ კრივცოვის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მე-19 ტურის დარჩენილი 3 მატჩი 2 მარტს
– თბილისსა და რუსთავში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენატრები
დავით უსტიაშვილი, ბათუმის მთავარი მწვრთნელი:
დღეს ქუთაისმა კარგად ითამაშა და დამსახურებულათაც გაიმარჯვა. ჩვენ სამწუხაროდ ტრავმირებული გვყავს ფელჩერი, ჩვენი ცენტრალური თავდამსხმელი, რაც აშკარად დაეტყო გუნდს. ასევე მოვიკოჭლებდით დაცვაშიც, თუმცა წინ სოხუმთან თამაში გველოდება და მოვემზადებით შემდეგი მატჩისთვის.
კოტე ტუღუში, ქუთაისის მთავარი მწვრთნელი:
ბათუმში გამარჯვების მოპოვება იოლი ნამდვილად არასდროს გახლავთ. თუმცა დღეს თამაში ადვილად წაგვივიდა და გავიმარჯვეთ. სამწუხაროა, რომ ბათუმს წამყვანი მოთამაშე დააკლდა სეზონის ასეთ მნიშვნელოვან დროს. წარმატებები ბათუმს!