ქუთაისელთა მორიგი გამარჯვება

ქუთაისელთა მორიგი გამარჯვება

დღეს რუსთავში სუპერლიგის
მეორე ტურის შეხვედრა  გაიმართა. ქვემოქართლელებმა
,,ქუთაისს” უმასპინძლეს და  მეტოქესთან უშანსოდ
დამარცხდნენ.

ქუთაისელებმა პირველ ათწუთეულშივე მოიპოვეს 22 ქულიანი უპირატესობა
(34:12), რუსთავის გუნდი დიდი ანგარიშით,  98:61
დაამარცხეს და  ამ სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვება
გაიფორმეს.

 გამარჯვებულთაგან საუკეთესო რიჩარდ მათიაშვილი იყო,
რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა, ხოლო რუსთავის რიგებში 23 ქულითა და 9 მოხსნით
ლევან ხმელიძე გამოირჩა. 

 შეგახსენებთ, რომ დღეს 17:00 საათზე, სუპერლიგის
მეორე ტურის მორიგ მატჩში, ადგილობრივი ,,ბათუმი” თსუ-ს უმაპინძლებს.