გალერეალისის
ტბაზე, თბილისის ტურით დაწყებული საქართველოს 3X3 კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატი კახეთში გაგრძელდა. მორიგ
შესარჩევ ტურნირს ყვარელმა უმასპინძლა, სადაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კახეთის რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით 12 ივლისს კახეთის ტური ჩატარდა.
საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის
ერთი საგზურისთვის 8 გუნდი იბრძოდა. ყვარელში თავი მოიყარეს გუნდებმა: “ახმეტა”, “გურჯაანი”, “თელავი მიქს”, „ლაგოდეხი“, “Nothing
easy”, “სტამბოლის ბიჭები“, „დურუჯი“ და “East”.
გათამაშების სისტემის თანახმად გუნდები 3 ჯგუფში
გადანაწილდნენ
და პლეი ოფში მათგან საუკეთესო 4 გუნდი გავიდა. ნახევარფინალებში
ერთმანეთს ერთის მხრივ „სტამბოლის ბიჭები“ – “East“, ხოლო მეორეს
მხირვ „კახეთი მიქს“ – „ლაგოდეხი“ დაუპირისპირდნენ. სტამბოლელებმა მეტოქეს 14:9 სძლიეს, ხოლო
„კახეთი მიქსმა“ ლაგოდეხელებს 21:7 მოუგო.
ფინალურ მატჩში
ბრძოლა არ შედგა. „კახეთი მიქსმა“, რომლის
ღირსებასაც დავით პაპუნაშვილი, ოთარ ამონაშვილი, ილია
სეთური და ფირო ლომიშვილი იცავდნენ, 18:10
დაამარცხა სტამბოლის ბიჭები (თაყა დემეტრაძე, ვასილ კუტალაძე, მიხეილ ბასილაშვილი) და
საქართველოს ჩემპიონატში კახეთის ტურიდან გამსვლელ ერთადერთ საგზურს დაეპატრონა.
გამარჯვებულები და
პრიზიორები, ასევე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ ოთარ ამონაშვილი კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო
იაგორაშვილმა დააჯილდოვა.
საქართველოს ჩემპიონატის მორიგი
შესარჩევი ტური 15 ივლისს, ბათუმში გაიმართება.
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის რეგიონალური ფედერაციების მხარდაჭერით იმართება. ჩემპიონატის სატელევიზიო პარტნიორია საზოგადოებრივი
მაუწყებლის პირველი არხი.