პლეიოფი ქუთაისის მოგებით დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

პლეიოფი ქუთაისის მოგებით დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისის სპორტის სასახლემ სუპერლიგის მეოთხედფინალურ
მატჩებს უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ შინ თსუ მიიღო.

ქუთაისელებმა მეტოქე
დიდი სხვაობით, 85:55 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.   ქუთაისის გუნდმა  მატჩი თავიდანვე მობილიზებულად დაიწყეს, დაცვაში
ჩინებულად გაისარჯა  და საწყის მეოთხედში სოლიდურ
უპირატესობას უწია – 25:6.  მეორე მეოთხედი
კვლავ მასპინძელთა სასარგებლოდ წარიმართა და პირველი ტაიმიც მათივე გამარჯვებით, ანგარიშით
42:20 დასრულდა.  

 თბილისის სახლემწიფო
უნივერსიტეტის გუნდმა ვერც მესამე მეოთხედში შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. ქუთაისელებმა
შეხვედრის მეორე ტაიმში მეტოქეს შანსიც არ დაუტოვეს და მეოთხედფინალური სერია იოლი
გამარჯვებით გახსნეს.   

 თსუ-ს შემადგენლობაში
22 ქულით ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა, ხოლო ,,ქუთაისის“ რიგებში 15 ქულით თავი რევაზ დიდიამ
გამოიჩია. ორმაგი დუბლი მიითვალა რიჩარდ მათიაშვილმა, რომელმაც 10 ქულა და 16 მოხსნა
დააგროვა, ხოლო მათიაშვილის თანაგუნდელს, ,,ქუთაისის“ ახალწვეულ დარკო კოჰადარევიჩს
ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა – 13 ქულა და 9 მოხსნა.  

 მატჩის დასრულების
შემდეგ ,,ქუთაისისა” და თსუ-ს გუნდების მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.  

დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი): პირველ ათწუთეულშივე კარგად დავიწყეთ მატჩი  და ამის შემდეგ მატჩს მთლიანად  ჩვენ ვაკონტროლებდით. ვემზადებით სერიის მეორე მატჩისთვის
და ყველაფერს გავაკეთებთ ნახევარფინალური საგზურს მოსაპოვებლად. რაც შეეხება ახალ მოთამაშეს,
ის საკმაოდ ჭკვიანი, გამოცდილი კალათბურთელია და მის დღევანდელ დებიუტს დადებითად შევაფასებდი.  

ნუგზარ ჭეიშვილი
(თსუ-ს მწვრთნელი): ქუთაისი ძალიან ძლიერი გუნდია. მეტოქემ ყველა ასპექტში გვაჯობა
და მატჩში სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა  პირველ ათწუთეულში წავაგეთ, სადაც ბურთი პრაქტიკულად
ვერ ჩავაგდეთ. თუმცა შეტევაში ჩვენ უფრო მაღალი პროცენტულობა დავაფიქსირეთ. ვემზადებით
მეორე საპასუხო მატჩისთვის, სადაც შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი. ვფიქრობ, სერიის განმეორებითი
მატჩი
მეოთხედფინალური შეხვედრებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული იქნება.