სპორტის სასახლეში დღეს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური სერია იწყება. სუპერლიგის
ფინალისტი გუნდები – დინამო და ქუთაისი – დღეს პირველ შეხვედრას გამართავენ. თამაშის
დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): სუპერ
ფინალი გველის. მთელი სეზონი ,,დინამო’’ ამ თამაშისთვის ემზადებოდა და ვფიქრობ, მეტნაკლებად
მზად ვართ დღევანდელი მატჩისთვის. მთავარია ბიჭების ფსიქოლოგიური სიმტკიცე და მზადყოფნა.
დღეს ფავორიტი არ არსებობს, ვიბრძოლებთ და შევეცდებით, ღირსეულად ვითამაშოთ.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): სეზონი ძალიან
მალე გაილია და სიმართლე გითხრათ, ფინალში გასვლა ჩვენთვის მოულოდნელობა იყო. გარკვეული
ხარვეზები გვქონდა და სხვა გეგმები გვქონდა, თუმცა რადგან ფინალში თამაშის საშუალება
მოგვეცა, ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის. ,,დინამო’’ უდავოდ უკეთეს მდგომარეობაშია,
უფრო დასვენებული და მომზადებული ხვდება ფინალს, რასაც ჩვენ გუნდზე ვერ ვიტყვი, თუმცა
ვისურვებდი ბიჭებმა შეძლონ და ნახევარფინალზე არანაკლები თამაში აჩვენონ.