ფესტივალის ფინალში ერთმანეთს “აკადემია” და “დინამო” დაუპირისპირდებიან

ფინალისტები ცნობილია. ხვალ, 9 ივლისს, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს „აკადემია 1“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან. 

ეს გუნდები ერთად გამოდიოდნენ „ა’ ჯგუფში. აკადემიელებმა პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო დინამოელებმა – მეორე. პლეი ოფში ამ გუნდებმა 2-2 გამარჯვება მოიპოვეს და ფინალში კვლავ ერთმანეთის წინაშე წარსდგენ.
ორივე ამ გუნდმა ნახევარფინალში იოლი გამარჯვებები მიითვალეს. „დინამომ“ „ორბი 1“-ს 22 ქულის სხვაობით – 40:18 მოიგო, ხოლო აკადემიელებმა „რუსთავს“ აჯობეს – 43:29. აღსანიშნავია, რომ არც ერთ გუნდს პრობლემა არ შექმნია. საინტერესოა, როგორი შედეგი დაფიქსირდება ფინალში. ჯგუფურ ეტაპზე, 5 ივნისს, „აკადემიამ“ 52:34 გაანადგურა „დინამომ“. აღსანიშნავია, რომ აკადემიელების ეს გუნდი შარშანდელი 2000-წლიანების ფესტივალის გამარჯვებულია.
მესამე ადგილისთვის მატჩში კი ერთმანეთს „რუსთავი“ და „ორბი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრა 15:30 საათზე გაიმართება

2000 წელს დაბადებულთა მინისაკალათბურთო ფესტივალი. ნახევარფინალი. 
ორბი 1 – დინამო 18:40
7:7, 4:11, 2:17, 7:5
ორბი: ჭოლაძე 6, სვანიძე 4
დინამო: ლაშქარაძე 12, ისრაელიანი 9, ცარციძე 8, თორთლაძე 7
 
აკადემია 1- რუსთავი
11:2, 11:8, 12:4, 9:15
აკადემია: ზურაბაშვილი 16, კვაჭანტირაძე 10
რუსთავი: ქოჩიაშვილი 8, არაბული 6, კვახაძე 6