მერვედფინალური მატჩები საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით ეს „ორბი 1“-ისა და „გორის“ დაპირისპირებაზე ითქმის.
პირველი მეოთხედი საფეხბურთო ანგარიშით – 2:0 დასრულდა. მეოთხედი გორმა მოიგო. მეორე 8-წუთეულში ორბელებმა იმარჯვეს, თუმცა მინიმალური უპირატესობა გორელებს შერჩათ – 10:9.
ყველაფერი ბოლო მეოთხედში გაირკვა, რომლის დაწყებამდეც ფრე – 16:16 დაფიქსირდა. საბოლოოდ ფავორიტად მიჩნეულმა „ორბმა“ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა „ჰიუნდაისა“ და „დინამოს“ დაპირისპირებაში. ჰიუნდაელებმა, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი წაუგებლად განვლეს, პირველი მარცხი იწვნიეს.
შეხვედრის პირველი მეოთხედი „ჰიუნდაიმ“ მოიგო და შეხვედრა ბოლო პერიოდამდე თანაბრად მიმდინარეობდა. გადამწყვეტ მეოთხედში „ჰიუნდაი“ ძალიან დაიჩაგრა. დინამოელებმა 8-წუთეული 16:1 (!) მოიგეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
დანარჩენ ორ მეოთხედფინალში ბრძოლა არ შედგა. „რუსთავმა“ 12 ქულით მოუგო „ბათუმს’, ხოლო აკადემია 1-მა მთელი 37 ქულის სხვაობით აჯობა „ფოთს“. ნახევარფინალები 8 ივნისს შედგება.
2000 წელს დაბადებულთა მინისაკალათბურთო ფესტივალი. მეოთხედფინალი.
ორბი 1 – გორი 23:19 (0:2; 9:8; 7:6; 7:3)
ორბი 1- ნ. ნიკოლაიშვილი – 9ქ.
გორი – გ. ხუბულაშვილი – 5ქ.
აკადემია 1- ფოთი 63:26 (18:6; 17:1; 12:10; 15:9)
აკადემია 1 – მ. ზურაბიშვილი – 17ქ. ს გეგიჩაძე 11ქ.
ფოთი – ო. პერტაია 23ქ.
დინამო – ჰიუნდაი 41:22 (7:10; 10:6; 8:5; 16:1)
დინამო – ც. ცარციძე – 16ქ.
ჰიუნდაი – ლ. ჯახაია 6 ქ.
რუსთავი – ბათუმი 54:42 (9:3; 18:10; 7:11; 20:18)
რუსთავი – ტ. არაბული 23ქ. პ. კვინიკაძე- 14ქ.
ბათუმი – ნ. გედილიში – 17ქ. ლ. მაზიაშვილი – 13ქ.