ფედერაციის ხელმძღვანელობა სუპერლიგის გუნდებს შეხვდა

ფედერაციის ხელმძღვანელობა სუპერლიგის გუნდებს შეხვდა

სუპერლიგის კლუბების წარმომადგენლები კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. მიზეზი კალათბურთის ფედერაციის ახალი ბიუჯეტი
და მასში კლუბებისთვის გათვალისწინებული თანხების რაოდენობა იყო.

 მოგეხსენებათ, სახელმწიფომ საკალათბურთო
სუპერლიგის გუნდებისთვის თანხები გამოყო და მათი გაცემა იანვრის თვიდან იგეგმება.

ფედერაციის ოფისში გამართულ შეხვედრას სუპერლიგის შვიდი
გუნდის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და გენერალურმა
მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა კლუბების ხელმძღვანელებს ის კრიტერიუმები გააცნეს,
რაც სპორტის სამინისტრომ ფედერაციის ბიუჯეტის განკარგვისთვის დააწესა. 

შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა და საბოლოოდ
მხარეები ყველა საკითხზე შეჯერდნენ.