ოზურგეთის ტურის გამარჯვებული Space Jam გახდა

ოზურგეთის ტურის გამარჯვებული Space Jam გახდა

Teams 
გალერეა 

3X3 კალათბურთში
საქართველოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩვი ტური ოზურგეთში ჩატარდა, სადაც თავი 5-მა
გუნდმა მოიყარა. ზედიზედ 3 ტურის (მცხეთა, თელავი, ბათუმი) მოგების შემდეგ წაუგებელი
სერია დაარღვია გუნდმა AND1-მა.  ფავორიტი გუნდის მძლეველი „Space Jam”-ი (კახა გიორგაძე,
ირაკლი ქილიფთარი, საბა ზაქრაძე, კახა სირბილაშვილი) გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში
AND1 (დათო ეძგვერაძე, თორნიკე ვარდოსანიძე, გიორგი ვახანია, ზუკა მაჩალაძე) 17:14
დაამარცხა.

ტურნირის მონაწილე
5 გუნდი – space jam, gurulebi, Old boys, And 1 და Poenix
ერთ ჯგუფში იყო თავმოყრილი და 1 წრის შემდეგ ფინალში 2 საუკეთესო გავიდა. ფავორიტად
მიჩნეულ AND1 -ს space jam-მა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და, საბოლოოდ, გამარჯვებასაც
მიაღწია. შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური გურიის წარმომადგენელმა
„Space Jam”-მა მოიპოვა.

გამარჯვებული
და მეორე ადგილის მფლობელი AND
1
გურიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა თოიძემ მედლებითა
და სიგელებით დააჯილდოვა. პირველ ადგილზე გასულ „Space Jam”-ს კი გურიის
ფედერაციის პრეზიდენტისგან საჩემპიონო თასი ერგო.

მორიგი შესარჩევი
ტური 1 ივლისს ზუგდიდში გაიმართება.