გუშინ ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-6 ტურის დღეს
თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. დღის პირველ მატჩში ერთმანეთს ,,ოლიმპისა” და ტექნიკური
უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ.
მატჩის
პირველი ნახევარი ,,ოლიმპის” უპირატესობით
წარიმართა და მისივე სასარგებლოდ, ანგარიშით 55:37 დასრულდა. მესამე მეოთხედში
ოლიმპელებმა კვლავ იაქტურეს და პერიოდის შუაწელში წინ 65:46
გავიდნენ. აღნიშნული პერიოდის დასრულებამდე 2:13 წუთით ადრე კი 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს
– 73:60. დარჩენილ დროში ,,ოლიმპმა” ,,ტექნიკოსებს” შანსი არ დაუტოვა და სამივე პერიოდის
ჯამში – 80:66 იმარჯვა. მეოთხე მეოთხედის
დასაწყისში ოლიმპელებმა 20-ქულიანი უპიარატესობა მოიპოვეს -87:67, საბოლოოდ კი ტექნიკური
უნივერსიტეტის გუნდი დიდი ანგარიშით, 101:85 დაამარცხეს.
მოგებულებს 25 ქულით ნიკიტა სლიუკამ ულიდერა, ორმაგი დუბლი
კი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა მიითვალა: მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 18 ქულა და
10 მოხსნაა, ხოლო ივო ჰოგერმა 11 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
რაც შეეხება
სტუ-ს, მის შემადენლობაში საუკეთესო ვასილ ბერუაშვილი
იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 30 ქულა შესძინა.
შეგახსენებთ,
რომ დღევანდელი ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ,,არმია” – ,,სამედიცინო” დაუპირისპირდებიან, რომელიც 14 საათზე
გაიმართება. 16 საათზე ,,დინამო” ,,რუსთავს” უმასპინძლებს, ხოლო ტურის დასკვნით მატჩში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,სოხუმს” შეხვდება.