ოლიმპმა სეზონი მოგებით დაიწყო

ოლიმპმა სეზონი მოგებით დაიწყო

 თბილისის სპორტის
სასახლეში დასრულდა სუპერლიგის 1-ელი ტურის დღის 
ბოლო შეხვედრა, სადაც  ერთმანეთს თსუ
და სპორტის სამინისტროს გუნდი ,,ოლიმპი” უპირისპირდებოდნენ.  ,,ოლიმპმა”, რომელიც წელს პირველად ჩაერთო

საკალათბურთო
სუპერლიგაში, დრამატულ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით, 69:68 სძლია თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდს. 

თითქმის მთელი თამაშის
განმავლობაში შეხვედრა გუნდების გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, პირველი ტაიმი
ფრედ -34:34  დასრულდა, ხოლო მესამე და მეოთხე
მეოთხედები კიდევ  უფრო საინტერესო და დაძაბული
აღმოჩნდა.

საბოლოოდ ,,ოლიმპმა”
ერთი ქულის სხვაობით დაამარცხა მეტოქე და სუპერლიგაში თავისი პირველი სეზონი მოგებით
გახსნა.

თსუ-ს შემადგენლობაში
ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა, თორნიკე ნინიაშვილმა (19ქ. 13მ) და მიხეილ
ფანჩულიძემ (12ქ.11მ) შეასრულა. ,,ოლიმპის” შემადგენლობაში კი მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა,
რომელმაც 19 ქულა მიითვალა, ორმაგი დუბლი  სერბი
ლეგიონერის ილია მილუტინოვიჩის ანგარიშზეა – 13 ქულა და 16 მოხსნა.

 შეგახსენებთ რომ სუპერლიგის 1-ელი ტურის დასკვნითი
შეხვედრა ხვალ ქუთაისში გაიმართება. ,,ქუთათურები” საკუთარ მოედანზე  ,,დინამოს”  18 საათზე უმაპინძლებენ.